LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოშობით ებრაელი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული წინაპრები და მშობლები, რომლებიც დღემდე ღარიბულად ცხოვრობენ – უცნობი ამბები პრეზიდენტ ზელენსკიზე

71099
Untitled design - 2022-02-28T132337.772

მსოფლიოში, ახლა, ყველაზე ცხელი წერილი უკრაინაა და ალბათ, მსოფლიოში აღარ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცის, ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი.

ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდა. ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა, პრეზიდენტად ზელენსკის.

პრეზიდენტობამდე იყო კომიკოსი, მონაწილეობდა ფილმ „ხალხის მსახურში“, სადაც პრეზიდენტის როლს თამაშობდა.

2019 წელს მის პრეზიდენტად დანიშვნას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა.

ზოგიც ამბობდა, რომ კომიკოსი ქვეყანას ვერ მართავდა.

როგორც აღმოჩნდა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტობა არ ისწავლება და პრეზიდენტობისთვის პოლიტიკოსების კურსის გავლა უმაღლეს სასწავლებელში არც სჭირდება.

დღეს ბევრი საუბრობს, რომ საბჭოთა კავშირი ამერიკელმა მსახიობმა რონალდ რეიგანმა დაშალა და მეორე მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი იმპერიაზე მეოცნებე რუსეთს გეგმებს ჩაუშლის და გაანადგურებს.

21 თებერვლის შემდეგ საქართველოშიც ბევრი საუბრობს, ქვეყნის შიგნით ზელენსკის ტიპის ლიდერის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

საინტერესოა, რა გზა გაიარა პრეზიდენტობამდე უკრაინის მე-6 პრეზიდენტმა.

ის ჯერ მხოლოდ 44 წლისაა.

დაიბადა საბჭოთა კავშირში, 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრში, ებრაელი მშობლების ოჯახში.

 

 

საინტერესოა მისი წინაპრების ისტორია.

მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მსახურობდა წითელ არმიაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სემიონის მამა და სამი ძმა  ჰოლოკოსტის დროს მოკლეს.

მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი.

 

 

დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად. დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში, სადაც მისი მამა მუშაობდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ცხოვრობენ კრივოი-როგში ჩვეულებრივ, საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსის ოთხოთახიან ბინაში. 

 

 

როგორც მათთან ინტერვიუზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, სახლში ძვირფასი რემონტი არაა, სამაგიეროდ უამრავი აფიშაა „კვარტალ 95“-ის.

ზელენსკი ფლობს კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიულ დიპლომს. მიუხედავად ამისა მას არასდროს უმუშავია პროფესიით.

ზელენსკი ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

17 წლის ასაკში ზელენსკი შეუერთდა ადგილობრივ „კავეენს“, და მოგვიანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ „ზაპოროჟია-კრივოი-როგ ტრანზიტში“ რომელმაც მონაწილეობა მიიღო „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გუნდმა გამარჯვებაც მოახერხა.

 

 

ამავე წელს მან შექმნა „კვარტალ 95“. 1998-2003 წლებში „კვარტალ 95“ მონაწილეობდა „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში. გუნდი დროს ძირითადად მოსკოვში ატარებდა და დადიოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარშემო. 2003 წელს გუნდმა დაიწყო შოუების შექმნა უკრაინული ტელეარხ „1+1“-სთვის და 2005 წელს გადაინაცვლა ტელევიზია „ინტერ“-ში.

ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში.

2008 წელს მონაწილეობდა „სიყვარული დიდ ქალაქში“, მოგვიანებით ითამაშა ფილმის მეორე ნაწილშიც.

 

 

ზელენსკიმ თავისი სამსახიობო კარიერა გააგრძელა 2011 წელს გადაღებული ფილმით „საოფისე რომანი. ჩვენი დრო“ და ფილმით „რჟევსკი ნაპოლოენის წინააღმდეგ“, 2012 წელს.

2014 წელს „სიყვარული დიდ ქალაქში 3“ გამოვიდა .

2012 წელს ზელენსკიმ ითამაშა ფილმში „8 პირველი პაემანი“. მოგვიანებით, მონაწილეობა მიიღო ფილმის შემდეგ სერიებში.

მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2015 წელს გადაღებულმა სერიალმა „ხალხის მსახური“. სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე გოლობოროდკოს ისტორია, რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

 

 

2017 წელს ზელენსკის ფილმის „Svaty“ ჩვენება უკრაინის ტერიოტირაზე აიკრძალა. აკრძალვა 2019 წლის მარტში მოიხსნა.

ზელენსკი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანის მოძრაობას. დონბასის ომის დროს, ის აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინულ არმიას. ზელენსკი ფინანსურად დაეხმარა დონბასში მებრძოლ ბატალიონს.

2018 წლის მარტში ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური პარტია „ხალხის მსახური“, რომელიც „კვარტალ 95“-ის წევრებმა და სერიალ „ხალხის მსახურის“ შემქმნელებმა შექმნეს.

2019 წლის მარტში „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოდიოდა პოლიტიკაში, რათა აღედგინა ხალხის ნდობა პოლიტიკოსების მიმართ და შემოეყვანა პოლიტიკაში პროფესიონალი კადრები.

2019 წლის 21 აპრილს გამართულ მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია ამავე წლის 20 მაისს შედგა.

 

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ვოლოდიმირ ზელენსკიზე…

ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და ზელენსკის კავშირების ირგვლივ მრავალი კითხვა არსებობს.

სწორედ, ეს იქცა ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე სუსტ წერტილად. იგორ კოლომოისკი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი უკრაინელია. მის მფლობელობაში იყო უკრაინის უმსხვილესი პრივატ ბანკი, რომლის ნაციონალიზაციაც პოროშენკოს ინიციატივით მოხდა.

 

 

ზელენსკის განცხადებით მას კოლომოისკისთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. იგივეს ამბობს კოლომოისკიც. ოლიგარქი ასევე, უარყოფს ზელენსკის კამპანიის ფინანსირებასაც. კოლომოისკისა და ზელენსკის საქმიანი კავშირები საკმაოდ მჭიდროა.

კოლომოისკის მედია ჰოლდინგი 1+1 ზელენსკისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია.

სწორედ, ამ ტელეარხის მეშვეობით ზელენსკიმ შეიქმნა სოციალური კაპიტალი და მოიპოვა მაღალი ცნობადობა. 2016 წელს ტელეარხ 1+1 ფინანსური დავალიანება ზელენსკის სტუდიის მიმართ 4 მილიონი დოლარი იყო.

ოლიგარქსა და საპრეზიდენტო კანდიდატს შორის სხვა პირდაპირი კავშირის დამადასტურებული მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.

ზელენკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება იყო, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობას, მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებს…

 

 

ზელენსკის პირადი ბედნიერება – “ორი შვილი გვყავს, მაგრამ ეს ზღვარი არაა, მე და ოლენა საკმაოდ ახალგაზრდები ვართ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g