LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა

202
წერეთლის გამზირი

წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

❗️ წერეთლის გამზირზე სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს მოქალაქე ჩავარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა ❗️

უსაფრთხოების წესები არ უნდა იყოს დაცული?

თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Kakha Kaladze კახა კალაძე

Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on Wednesday, 31 May 2023

 

მოგვიანებით, მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და თქვა, რომ აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.

„რა თქმა უნდა, ყველა უსაფრთხოების ზომა არის იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს შესაბამისი სივრცე შემოღობილი იყო. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ ის ჯებირები, რომელიც იყო განლაგებული, გადანგრეულია.

მე არ ვიცი, ეს ადამიანი რა მდგომარეობაში იყო – ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ადგილზე უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.