LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა, ფაქტია, მათ არაფერი მოსწონთ

166
თეა წულუკიანი

„ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში. შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს კანონპროექტი მათ შეიძლება იმიტომ არ მოსწონდეთ, რომ ფიქრობდნენ, რაღაცის გამჭვირვალობა ალბათ, შექმნის რაღაც უხერხულობებს,“ – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

მინისტრის თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარ თავსაც დაუწესა მკაცრი წესების გამჭვირვალობის კუთხით.

თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

„ძალიან დიდი ხანია, საქართველოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ეხება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დარგისა და სფეროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. იდეალური გამჭვირვალობა იქ, სადაც ადამიანები ვართ, ალბათ ძნელია, მიღწევადი იყოს, მაგრამ მთავრობამ, სახელისუფლებო სტრუქტურებმა სხვადასხვა აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო სტრუქტურაში შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. გახსოვთ ალბათ 2013 წლიდან მიღებული კანონები, რომლის შედეგადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთავრობისთვის და სხვა სტრუქტურებისათვის გამკაცრდა წესები, გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

ჩვენ მივიღეთ არაერთი კანონი, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები, მათ შორის არც თუ ისე მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი გახდნენ, რომ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. ეს ქონებრივი დეკლარაციები არა მხოლოდ არის ელექტრონული, არამედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, ჩვენს თავსვე დავუწესეთ, რომ დავექვემდებარებოდით მონიტორინგს. გახსოვთ, არაერთი მაღალჩინოსანი დაჯარიმდა კიდეც, როდესაც მათ ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად ან არაზუსტად შეავსეს და ა.შ. ძალიან ბევრი ნორმა შემოვიდა საამისოდ, მაგრამ არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორისა და კერძო სტრუქტურებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც არის ე.წ. აიპები, ჩვენ რომ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი მეტი გამჭვირვალობისათვის.

არადა, ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ახლა თუ ვინმე ჩვენ გვიქადაგებს გამჭვირვალობას და თვითონ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რაში აქვთ პრობლემა, რამე ხომ არ აქვთ დასამალი. მგონია, რომ არაფერია არსად დასამალი, ამიტომ გამჭვირვალობა ჯანსაღი თანამშრომლობის საუკეთესო საწინდარია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში. მე მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს კანონპროექტი მათ შეიძლება იმიტომ არ მოსწონდეთ, რომ ფიქრობდნენ, რაღაცის გამჭვირვალობა, პროექტის თუ მიმართულების გამომზეურება შექმნის ალბათ რაღაც უხერხულობებს, არ ვიცი, მაგრამ ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მთავარი არის გენერალური ხაზი, რომელიც აირჩია ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა საკუთარი თავისთვის გამჭვირვალობის მიზნით მკაცრი წესების დამკვიდრება დაიწყო. ამიტომ ჩვენ ალბათ უფრო მშვიდად უნდა შევხვდეთ ხოლმე ასეთ რაღაცებს, როდესაც არასამთავრობო სექტორში ხარ და სხვას მოუწოდებ მეტი გამჭვირვალობისკენ. ის ფული, რომელიც არასამთავრობო სექტორში შედის, ხალხის ფულია. ასევე, გადასახადების გადამხდელის ფულია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იქაც არის ელემენტარული გამჭვირვალობა საჭირო“, – განაცხადა წულუკიანმა.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

magti 5g