LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყეულიმც იყოს თქვენი მოდგმა! ღმერთმა ჩვენ კურთხეულ მიწაზე არ გაღირსოთ დასაფლავება“ – კვიციანმა პარლამენტარები დაწყევლა

328
ემზარ კვიციანი 22

პარლამენტარი ემზარ კვიციანი კოლეგებს მიმართავს და იმ დეპუტატებს წყევლის, ვინც რუსული და უცხოური სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს.

„მე-9 მოწვევის პარლამენტარების საყურადღებოდ!

ყოველ პარლამენტარს მივმართავ განურჩევლად:

კოლეგებო! ვინც იცით, რომ დღეს საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა! საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ასრულებს უცხო ქვეყნების დაკვეთას, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების და მაინც უჭერს მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს ამ ფორმით, როგორიცაა მოთხოვნილი! მიგაჩნიათ, რომ ჩემი მოთხოვნა სამართლიანია და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ანუ; სავალდებულო არჩევნები! საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შეცვლა, რათა აღდგეს სამართლიანობა ქართველთა! მაინც საწინააღმდეგოს მისცეთ ხმა!

წყეულიმც იყოთ! წყეულიმც იყოს თქვენი მოდგმა! საკუთარი მომავალი თაობა იყოს თქვენი საღეჭი რეზინა! ღმერთმა ჩვენ კურთხეულ მიწაზე არ გაღირსოთ დასაფლავება! არც თქვენ და არც თქვენს მოდგმას! რამდენი ქვიშის მარცვალია ზღვისა და ოკეანის პირას, რამდენი წვიმის წვეთი დასხმულა დედამიწაზე, იმდენი სანთელიც, რომ დაგინთოს! უფალო ამ ხალხმა! არ აპატიო და დასწყევლე! დასწყევლე ჩემი ქვეყნის ღალატისთვის თითოეული მათგანი! თუ ქართველთა სამართლიანობის აღდგენას არ დაუჭიროს მხარი დღევანდელმა პარლამენტის მე-9 მოწვევის 150 მა წევრმა! შეიკავა თავი და ხმა მისცა ვინმეს მითითებით! ღმერთო დიდებულო!დასწყევლე თვითოეული მათგანი მათ შორის მეც თუ უმტყუნო ქართველებს!
ჰამენ!ჰამენ!ჰამენ!

პ.ს. ეხლა მიჰყევით ფულიან ტომრებს და დაგხვდებათ წინ ილორის წმიდა გიორგის რისხვა!
დიდება ღმერთს!
მაპატიე უფალო მაგრამ სხვა გზა არ ჩანს ჩემი ერის გადასარჩენად!
ისე მარხვით ვმარხულობ და მოძღვარს აუცილებლად ვეტყვი აღსარებას“, -წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები