LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა – ამირან გამყრელიძე

405
5e2e9dc53a71a

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

მისივე თქმით, არასრულწლოვნებს, რომლებიც თავის ოჯახთან ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება.

შეგახსენებთ, ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან ორ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში.

მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება, – განაცხადა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კონფერენციაზე.

მისი თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება და თუ დაფიქსირდა, ქვეყანა ამასთან საბრძოლველად მზად არის.

დღეს თბილისში 9 მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი, ვირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა პაციენტი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g