LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან თუ არა გუდაურიდან გადმოყვანილი ჩინელი ბავშვები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები? რას აპირებს ქართული მხარე

523
BeFunky-collage (45)

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც გუდაურიდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ ჰქონდეთ, თუმცა გატარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ასევე მიმართა ერთმა ქართველმა მამაკაცმა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

„დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა. ერთი – მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ჩამოვიდა ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის საკუთარი ფეხით მოვიდა და მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში. რაც შეეხება გუდაურიდან გადმოყვანილ ცხრა ჩინელს, ისინიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან”, – განაცხადა ცერცვაძემ.

“საქართველოში პანიკის საფუძველი არ გვაქვს, კორონავირუსი ჩვენთან არ დაფიქსირებულა” – ამირან გამყრელიძე

ცენტრის დირექტორის თქმით, მცირეწლოვანი ჩინელი ბავშვები მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში და ჩაუტარდებათ ყველა სათანადო გამოკვლევა.

მათგან ორს – ტყუპებს, როგორც გვითხრეს, 6 თუ 7 წლის ბავშვებს, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება. შესაბამისად, არსებული რეკომენდაციების მიხედვით ეს ბავშვები მიჩნეული არიან კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევად და მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩაუტარდებათ ყველა სათანადო გამოკვლევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გვაქვს მრავალი ათეული წლის გამოცდილება და თუ გამოირიცხა კორონავირუსით ინფექცია, მათ ჩაუტარდებათ მენეჯმენტი, როგორც ჩვეულებრივ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის პაციენტებს და გამოჯანმრთელების შედეგ გაწერილი იქნებიან კლინიკიდან. ხოლო თუ დადასტურდა ინფექცია, რისი ალბათობა ნაკლებია, მაშინ ჩაიტარებენ მკურნალობის სრულ კურსს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში გუდაურიდან 9 მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი, ვირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა პაციენტი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g