LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ

431
tttt

თბილისში გუდაურიდან 9 მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი, ვირუსის სიმპტომებით გადმოჰყავთ. ორ ბავშვს მაღალი სიცხე აქვთ და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეები 21 იანვარს ბაქოში ჩავიდნენ, ხოლო 25 იანვარს საქართველოში ჩამოფრინდნენ.

ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდებიან, რომლის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია 16:00 საათზე განცხადებას გააკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g