LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, რით იკვებოს – მომავალ წელს, 5 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს, კვების ძლიერი დეფიციტი ემუქრება: ანტონიო გუტერეში

64
ანტონიო გუტერეში

„ახლა ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს,“ – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, ავღანეთს „ჰუმანიტარული კატასტროფა“ ემუქრება და შესაბამისად, ის სხვა ქვეყნებს დახმარებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„ავღანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს – 18 მილიონ ადამიანს – გადარჩენისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, რით იკვებოს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს მომავალ წელს, კვების ძლიერი დეფიციტი ემუქრება,“- აღნიშნა გუტერრეშმა.

მან გაეროს წევრ ქვეყნებს ავღანელების დახმარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ მათ, უზრუნველყონ დროული, მოქნილი და ყოვლისმომცველი დაფინანსება, ”- აღნიშნა გუტერეშმა და დასძინა, რომ ჰუმანიტარული სამსახურები არ შეცვლიან ვალდებულებას, ავღანეთში დარჩნენ და ავღანელებს დაეხმარონ.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ქვეყნისთვის დახმარების მიწოდებას ხელი შეუწყოს.

ავღანეთში ომი დასრულდა – სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით, სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა ამოიწურა: ჯო ბაიდენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g