LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა წარედგინოს” – მირიან ნიკოლაძე

260
imedinews-26

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას არ ელოდება. ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ყველა დაკავებულ არასრულწლოვანს საქმეზე ბრალი 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. ნიკოლაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბრალის წარსადგენად საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობს.

„მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ იხილება აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ყველა არასრულწლოვნს 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს ბრალი“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, თუმცა, ბრალდების განცხადებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც

არასრულწლოვან ბრალდებულთა საქმე გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმიდან „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად გამოყო, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები, დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. მათ შორის, მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო – პროკურატურის განცხადება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g