LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთონ – თენგიზ ცერცვაძე

273
cercvadze

„ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ ვაქცინა გაიკეთონ”,-ამის შესახებ ინცექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, ასევე 41 პროცენტი აცრაზე უარს ამბობს.

მან აღნიშნა, რომ “უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და აქ ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი”.

გამოკითხული მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისგან თავს შეიკავებს: NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

“თქვენ იცით, რომ ძალიან ძლიერია ანტივაქსერების მოძრაობა. აქ სერიოზული მუშაობა მართებთ ჯანდაცვას, სახელისუფლო სტრუქტურებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კლინიკებს, მათ შორის კოვიდ და არაკოვიდ კლინიკებს, სხვადასხვა ექპერტებს. მოვუწოდებ ყველას, მთელს მოსახლეობას, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც ხშირად შემოდიან ჩვენთან პოლემიკაში სხვადახვა საკითხებზე, კოვიდპაციენტების მართვის სტრატეგიებზე. შემოვიდნენ პოლემიკაში, იყოს დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ვაქცინაციის საკითხებში იყოს ერთიანი პოზიცია, რამეთუ აქ 41 პროცენტი ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები