LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად ეკონომიკა ავამოქმედოთ – პრემიერი

75
97407747-161068762114693-4047363917444284416-o

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშავოთ. პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. ახლა კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს. ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშავოთ. პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ვენახები, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ მარტივ რამეს ვამბობთ, საქართველომ ეს ეპიდემია და კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი.

„არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. ეს მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები