LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ცდილობდა, არ იმუშავა…რუსული ჯარი სრულიად დამცირებულია” – სალომე ზურაბიშვილი

201
სალომე ზურაბიშვილი

ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ცდილობდა, არ იმუშავა…რუსული ჯარი სრულიად დამცირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ ყველა მისი თაღლითური გეგმა ერთი მეორის მიყოლებით დამარცხდა.

„ძალიან უცნაური იყო, რომ პრიგოჟინს შეუძლია, ენდოს პუტინს უსაფრთხოების გარანტიებში, მაშინ, როდესაც რუსეთის ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც ხარ აჯანყებული, ან თუნდაც ომის პატიმარი, ეს უპატიებელია.

როგორ უნდა ენდო ლუკაშენკოს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია მაშინ, როდესაც ლუკაშენკოს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა უჭირს, ხოლო რუსეთის მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება, მათ შორის ატომური იარაღის განთავსების შესახებ.

ეს ყველაფერი არ ჰგავს ტრადიციული რუსეთის საქციელს. ვფიქრობ, ვართ ახალ ეტაპზე, რაც მოხდა ომის დაწყებისას, რომელიც რუსეთმა აწარმოა უკრაინის წინააღმდეგ, სადაც რუსეთმა დაინახა, რომ ყველა მისი თაღლითური გეგმა ერთი მეორის მიყოლებით დამარცხდა. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სამხედრო მარცხი, მაგრამ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ცდილობდა, არ იმუშავა ან სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიწვია – ერთიანი ევროკავშირი, ერთიანი და უფრო ძლიერი ნატო. ვფიქრობ, რუსული ჯარი სრულიად დამცირებულია”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

თარგმანი: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g