LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას გვინდა არსებობა, იქნებ რაღაც შემოგვთავაზონ, გამოსავალი უნდა არსებობდეს” – ივენთმენეჯერები ისევ უმუშევრად დარჩნენ

275
BeFunky-collage - 2020-09-10T133747.604

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდა. აიკრძალა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები, სარიტუალო ღონისძიებები. ე.წ. სოციალური ღონისძიებები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება. დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა ათ კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

გამკაცრებულმა შეზღუდვებმა შემოსავლისა და სამსახურის გარეშე დატოვა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის არიან დღესასწაულების ორგანიზატორები, ივენთმენეჯერები.

თეონა ფირანაშვილიც ერთ-ერთია, რომელიც “ფორტუნასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩა, ხოლო სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა ვერ შეძლო. ივენთმენეჯერი აცხადებს, რომ აღნიშნული სამსახური დისტანციური მუშაობით ვერ შესრულდება, ამიტომ სახელმწიფოს სთხოვს რეგულაციები გადაიხედოს.

დღეიდან ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება

“რომ გამოაცხადეს რეგულაციების გამკაცრება და შეზღუდვების დაწესება, გულზე შემომეყარა. ისედაც უმუშევარი ვიყავი პანდემიის პერიოდში. პანდემიამდე მქონდა უამრავი დაკვეთა: ივენთები, გამოფენები. მქონდა სამი დიდი გამოფენა და ერთი ძალიან  დიდი გამოფენა, სადაც თითქმის მთელი თბილისი იყო ჩართული და ჩაიშალა. ორი დიდი პროექტი მქონდა – ბავშვებს უნდა გაევლოთ მასტერკლასები მხატვრებთან. რა თქმა უნდა, იყო ჩემი მხრიდან ფინანსული დაინტერესება და ესეც ჩაიშალა. ასევე, სამსახური დავიწყე 5 სასტუმროს ქსელთან და ორ კვირაში ისევ უმუშევრად დავრჩი. სახელმწიფოს დახმარების პროგრამაში მე ვერ მოვხვდი. უარი მომივიდა. ვიჯექი სახლში. მყავს შვილი და პენსიონერი მამა. ახლაც მეგონა, რომ რაღაც ავმოძრავდებოდი და ისევ უმუშევრად დავრჩი.

დისტანციური მუშაობა ამ პროფესიაში არ გამოდის. მქონდა ახალი პროექტი – მარტოხელა დედის სტატუსის მატარებელი მშობლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების პროგრამა და ესეც გაჩერდა. მქონდა კიდევ ორი გამოფენა და ღონისძიება”, – აცხადებს თეონა ფირანაშვილი.

“საპატრაძლო ტირის, სასიძო იგინება…დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული…საქმეა ახლა ეს?” – ზურა შევარდნაძე

მისივე თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში უფრო რთულია, როდესაც ორგანიზატორს უკვე აღებული აქვს გარკვეული თანხა წვეულების მოსამზადებლად.

“ისიც საქმეა, რომ “ბე”-ს სახით თანხა არ მქონდა აღებული. რა თქმა უნდა, თანხას დავაბრუნებდი, მაგრამ რთულია ეს სიტუაცია. არავის არ აქვს დანაზოგი. ჯანმრთელობა პირველია, მაგრამ შემოსავლის გარეშე თუ დავრჩი, კორონა მომკლავს თუ უსახსრობა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მას შემდეგ, რაც სახლში დავჯექი, საკმაოდ სოლიდური თანხა დავკარგე. ხვალ აქცია მზადდება და მეც მივალ, რომ მთავრობას ვთხოვოთ – იქნებ გადაიხედოს ის რეგულაციები, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს პროფესიასთან. მესმის, რომ ეს მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ იქნებ ხელი შეგვიწყონ, რომ თავი გავიტანოთ, ყველას არსებობა გვინდა. იქნებ გადაიხედოს, იქნებ რაღაც შემოთავაზება გააკეთონ, გამოსავალი უნდა არსებობდეს. ან იქნებ დაფიქრდნენ, რომ სხვანაირი მიდგომაა საჭირო”, – აცხადებს ფირანაშვილი.

200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ღონისძიებები აიკრძალება, ოღონდ ეს საარჩევნო პროცესს არ ეხება

ნია მოძმანაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილების შესახებ არა ორი დღით, არამედ მინიმუმ ერთი კვირით ადრე უნდა განეცხადებინა. ივენთმენეჯერი ამბობს:

“წინა დღეს და რეალურად 2 დღით ადრე რომ იგებ აკრძალვაზე, სამზადისი უკვე დაწყებულია, კონსტრუქციები დამზადებულია და სამუშაოების უმრავლესობა თითქმის შესრულებულია, ამიტომ ვფიქრობ მთავრობას მინიმუმ ერთი კვირით ადრე უნდა გავეფრთხილებინეთ. სექტემბერი და ოქტომბერი ის სეზონია, როდესაც ქორწილებია, ივენთები, სადღესასწაულო შეკრებები. ამ სფეროში ეს სეზონი აქტიური პერიოდია. მე მქონდა შაბათს ქორწილი დაგეგმილი, შესაბამისად იძულებული ვარ თანხა დავაბრუნო. ჩემს პატარძლებს კაბები შეკერილი აქვთ და კაბები რჩება ჰაერში. რეალურად კომპანია მიდის ზარალში”, – აცხადებს ნია მოძმანაშვილი.

ქორწილმა 5 კლასტერი შეგვიქმნა: რატომ მოუწოდებს პრემიერი მასწავლებლებს სკოლაში არ მივიდნენ

კომპანია LA-FETE-ს ივენთმენეჯერი ამბობს, რომ მას უფრო გაუმართლა, ვიდრე მის კოლეგებს, რადგან “ბეს” სახით უფრო მცირე თანხა ჰქონდა აღებული. მოძმანაშვილი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხვალ, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე თანამოაზრეების მოთხოვნებს შეუერთდება.

“თანამშრომლებს ივენთის დღეს ვუხდით ანაზღაურებას, თუმცა ხელფასების გარდა სხვა ხარჯები, რაც არსებობს და რომელიც უკვე დაიხარჯა, იძულებული ვართ დავაბრუნოთ. მე კიდევ გადავრჩი იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი კოლეგების მსგავსად არ ამიღია სოლიდური თანხა. ხვალ აქციაზე მივალ. ჩვენი ჯანმრთელობა მთავარია, ვცდილობთ დავემორჩილოთ რეგულაციებს, მაგრამ არის ის არაერთი დარგი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან გვჭირდება ყურადღება. ეს გრძელდება მთელი პანდემიის პირობებში. არავის არ აინტერესებს ივენთმენეჯერი, არც სამკერვალო, როცა რა მოესურვებათ, იმას აკეთებენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ ვემორჩილებით, მაგრამ უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდან – უსამართლოა”, – აღნიშნა “ფორტუნასთან” ნია მოძმანაშვილმა.

პოპულალურები