LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ღონისძიებები აიკრძალება, ოღონდ ეს საარჩევნო პროცესს არ ეხება

104
109580850-912414819272052-2411910413092405765-n-2020-07-29-07-27-20-057644

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება.

რეგულაციების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული და საჭიროა საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

თეატრები და კინოთეატრები აღარ გაიხსნება: იკრძალება ქორწილები და ქელეხებიც

 

ამასთან, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.

„ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და 200-კაციანი შეზღუდვა არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა და მთავრობის დადგენილებით დაწესებული არის შესაბამისი მოთხოვნა, ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები