LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება

167
BeFunky-collage (2)

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, რამდენიმე თვის წინ გაუქმებული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა. იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დღეიდან იკრძალება.

ე.წ. სოციალური ღონისძიებები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება. დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა ათ კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, აქაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. აქ იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, რადგან დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები ისედაც არსებობდა.

გარდა ამისა, გადაიდო თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა.

რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები