მოდელი ირინა ონაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ხორვატიაში ატარებს.
როგორც მისი „ინსტაგრამ“ პოსტებიდან ირკვევა, ირინა ხორვატიის ულამაზეს სანაპიროზე დუბროვნიკიში მეგობრებთან ერთად იმყოფება.
მოგეხსენებათ, დუბროვნიკი მთავარი კურორტია ადრიატიკის ზღვაზე, რომელიც იუნესკოს აღორძინების ხანის საუკეთესო ევროპული ძეგლების სიაშია შეტანილი. აქ თავმოყრილია მდიდრული არქიტექტურა, თავბრუდამხვევი პეიზაჟები, მოვლილი პლაჟები და მყუდრო რესტორნები.
ახლახან ირინამ სხვადასხვა ლუქით რამდენიმე ფოტო განათავსა, რასაც დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
„ყველაზე ლამაზი მის საქართველო“
„ანათებ“
„რა სილამაზე ხარ“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.