LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, 10-დან 20 იანვრამდე შესაძლოა შემთხვევებმა მოიმატოს: იმნაძე

72
FORTUNA.GE- (7)

“მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. ეს მაშინებს ყველაზე მეტად. შესაბამისად, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე, შესაძლოა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს.” – პროგნოზებსა და არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შეზღუდვებმა შედეგი მოიტანა, მოქალაქეები სავაჭრო სივრცეებშიც იცავენ რეგულაციებს  და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებებს არ ელოდებიან:

“რა ინფორმაციაც მაქვს, ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში, კარგად არის დაცული წესები, იცავენ დისტანციას და ატარებენ ნირაბს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა.და ამას ყველა ხედავს, თუ როგორი იყო მის გარშემო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ავადობა და  როგორია დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩვენმა კლინიცისტებმა, რომელთაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ დღეებში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური. დღეს არ მგონია, რომ მაღაზიების გახსნამ და ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვი;” – თქვა იმნაძემ.

კორონავირუსისგან 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ით კიდევ 2 012 ადამიანი დაინფიცირდა

თბილისი- 837, იმერეთი – 367, აჭარა- 125: კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სისტემა მზად არის, ყოველდღიურად 20 ათასი ტესტი აკეთოს და მოუწოდა საზოგადოებას, მცირე ეჭვის შემთხვევაშიც, რომ შესაძლოა კოვიდი იყოს, მიმართონ დაწესებულებას და ჩაიტარონ ტესტირება.

პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ იწყება ტაქსის მძღოლების ტესტირებაც, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან.

მძღოლებისთვის ასევე ისარგებლებენ უფასო ტესტირებით.

პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს: “მოგიწოდებთ, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც, უსიმპტომოდაც გაიკეთეთ ტესტი”

შეზღუდვების რეალური შემსუბუქება, შესაძლოა, პირველი თებერვლიდან განვიხილოთ: გახარია

 

magti 5g