„ბითლზის“ ლეგენდარულმა წევრმა, რინგო სტარმა შოკში ჩააგდო ფანები, როცა ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფებთან გამოჩნდა. მუსიკოსი ჯიმი კიმელის შოუს ჩაწერაზე იმყოფებოდა და პაპარაცებმა ის სტუდიის დატოვების მომენტში გადაიღეს. 81 წლის ვარსკვლავი ისევ ისე გამოიყურება, როგორც წლების წინ. ის სპორტულ შარვალში, ორიგინალურ მაისურსა და პიჯაკში იყო გამოწყობილი.
საინტერესოა, რომ რინგო სტარი ამჯერად ახალ ჩანაწერებზე მუშაობს, რომელთა გამოშვებაც მან სოციალურ ქსელით დააანონსა. ცოტა ხნის წინ კი ის პაპარაცებმა ლონდონის ერთ-ერთ ბარში, მეუღლესთან ერთად გადაიღეს.
ბიჭები კვლავ ერთად არიან – პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ
რინგო სტარს 80 წელი შეუსრულდა – ლეგენდარული არტისტის ტოპ-5 კომპოზიცია
80 წლის რინგო სტარი „გრემიზე“ პატარა ბიჭს ჰგავდა