სოციალურ ქსელში მსახიობსა და ტელეწამყვანს, გიორგი გოგიჩაიშვილს ემშვიდობებიან. შეგახსენებთ, ის დღეს დილით გარდაიცვალა. მსახიობს სიმსივნე ჰქონდა…

გორგი ვარდოსანიძე:

„ძალიან საყვარელი და პოზიტიური კაცი გარდაიცვალა. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას… ძალიან მეწყინა“.

თამრიკო სხვიტარიძე:

„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.

გოგიჩა გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს“.

გიორგი სუხიტაშვილი:

„გოგიჩ, მომენატრები…

მადლობა შენი კარგი ადამიანობისთვის!..“

გოჩა თანდარაშვილი:

„ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ტკბილი და საყვარელი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ.

როგორც შენ იცოდი:

“გენაცვალე შენ, ჩემო მეგობარო“

თეა ადეიშვილი:

„გოგიჩა… ყველა თაობის უკარგესი მეგობარი…“

მსგავსი თემები