„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი, თათა გიორგობიანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხელი სთხოვეს, გადაცემას „პოსტ ალიონი“ სტუმრობდა.
თათა გიორგობიანმა ხელის თხოვნის დღე გაიხსენა და იმ რეაქციებზე ისაუბრა, რაც აღნიშნული კადრების გავრცელებას მოჰყვება.
ვიდეო: თათა გიორგობიანს „ღამის შოუს“ ჩაწერისას ხელი სთხოვეს
ამასთან, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მას პროფესია სიყვარულში. მოგეხსენებათ, თათა გიორგობიანი ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალური ქსელის მეშვეობით თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ უზიარებს. თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა.
„დიდი ხანია ვციმციმებ, მაგრამ ვმალავდი.. როდესაც ჩვენი ფოტო გავრცელდა, რატომღაც ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ეს ბიჭი ქართველს არ ჰგავსო, ნამდვილად სხვა ქვეყნიდან არისო.
უკმაყოფილება გამოიწვია, ქართველ ბიჭს რატომ არ გაჰყვაო..
ურთიერთობას დიდი ხანი ვმალავდით, თურმე ყველამ იცოდა, რომ ხელის თხოვნას აპირებდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანებს ერთმანეთის ბედნიერება გვახარებს და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ერთი უარყოფითი კომენტარი არ შემხვედრია.
ყველგან ჩვენ ვიყავით და დღეს აქ რომ მოვიდიოდი, ვფიქრობდი, ღმერთო, არ დაიღალოს ეს ხალხი და წყევლაზე არ გადავიდნენთქო, უკვე მერიდება ამ თემაზე საუბარი.
თავიდან გავბრაზდი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მამაკაცის პოზიციიდან ძალიან სწორი პოზიცია იყო, დააფიქსირა, რომ ეს გოგო ჩემია“, – ამბობს თათა გიორგობიანი.