LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა – მოსახლეობა მაკრონის გადადგომას ითხოვს

esss

საფრანგეთის მოსახლეობა ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს.მოძრაობა ყვითელი ჟილეტების წევრები პარიზში ახალი წლის შემდეგ პირველ საპროტესტო აქციას მართავენ.2019 წლის პირველი დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა.

პარიზის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არეულობის გასანეიტრალებლად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომა იყო.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები საფრანგეთში ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მათი მოთხოვნები გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g