საქართველოს ტერიტორიაზე, ზაფხულის განმავლობაში (1-ელი ივნისიდან 17 აგვისტომდე პერიოდში) 52 ტურისტი დაიკარგა.
სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დაკარგული 52 ტურისტიდან 50 ნაპოვნია, ხოლო 2 გერმანელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები მესტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების მიერ დახმარების თხოვნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღნიშნულ პერიოდში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.