LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაპოროჟიეში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა – დაიღუპა 23, დაშავდა 28 ადამიანი

31
ზაპოროჟიე

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე წერს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს გასასვლელში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა 23 და დაშავდა 28 ადამიანი.

„ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა. ხალხი რიგში იდგა, რათა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წასულიყვნენ, ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, – წერს სტარუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები