„პატიმარ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მინდა ამ ხალხზე ვთქვა, ვინც ფასიან ლობისტებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მიწასთან ასწორებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს ვწამლავდით, მისი უფლებები შელახული იყო, ვაწამებდით და ა.შ“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვის შემდეგ განაცხადა.
ზარუქას თქმით, „პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე 400 დღის განმავლობაში კვდებოდა, ახლა პოლიტიკაშია ჩართული“.
„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს..“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა
„ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად“
„სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნიდან გაყვანა კი არა, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არის.
პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?! რამდენი ხანი ამუნათებდნენ ჩვენს ქვეყანას – გახსოვთ, ევროპარლამენტში ფასიანმა ლობისტებმა ორი რეზოლუცია მიიღეს.
კეზერაშვილზე თქვეს, მედიადევნილი არისო და მერე თვითონ ევროპამ გამოაცხადა „მისტერ ოფშორად“ და აღმოჩნდა, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ამით „ფორმულას“ აფინანსებს.
ეს არის ორმაგი სტანდარტი. არ ვსაუბრობ პატიმარ სააკაშვილზე, ის ახლა ცუდად არის, სადაც არის, კარგად იყოს და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მას მოუწევს, სასჯელი ბოლომდე მოიხადოს, მაგრამ მაინტერესებს, ეს ადამიანები, ეს ხელმოცარულები თუ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ბოდიში მოიხადონ?
ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამიტომ არიან ხელმოცარულები და ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენ ამას ყოველთვის დავიცავთ“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.