LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა პრეზიდენტზე: კონფერენციაზე სკამის ცუდად დადგმის გამო თუ არ მოვიდა, გამოვასწორებდით.. რადგან არ დაესწრო, მეგონა, ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა

142
Untitled design (3)

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას – რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას, გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

„ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „თუ პრეზიდენტი სკამის დადგმის გამო არ მივიდა, ამ პრობლემას გამოასწორებდნენ“.

„მგონია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით, პრეზიდენტი უნდა იყოს. სკამის დადგმის გამო თუ არის, გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო.

რადგან არ დაესწრო, მეგონა, ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა. რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე, პროტოკოლით სიტყვა ვისზე წინ ან შემდეგ თქვას, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ამის გამო რომ არ ესწრება.

როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ამ დროს – სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე, ამას მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მეგონა – რომ ავად იყო“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება, „ელჩების კონფერენცია 2022“ დღეს გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი არ დაესწრო. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები