რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს – გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამჯერად უკრაინის ამოცანაა გაუძლოს რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა, გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს და ასეთ გამოწვევას. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით – დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.