LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე

147
გენოციდი ბუჩაში

„დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ახალი მიმართვაში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, უკრაინა ამ ყველაფერს მსოფლიოს გააცნობს.

ზელენსკი: თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, ისე, რომ ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშონ – ჩვენ შევუერთდებით

„ჩვენ ამ ყველაფერს ნათელს მოვფენთ და ეს ყველაფერი გახდება მსოფლიოში ცნობილი. ახლა 2022 წელია და ჩვენ გაცილებით მეტი ინსტრუმენტი გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაასამართლეს.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი განმარტავს, თუ რას მიიჩნევს უკრაინის გამარჯვებად რუსეთთან ომში

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g