LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: დღეს ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებს 67 რაკეტა ესროლეს

56
usr7794oz3qwew0

“დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. როგორც იქნა. დიდი მადლობა თითოეულ ევროპარლამენტარს. შემდეგ რუსეთმა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიასა და უბრალო ადამიანებზე 67 რაკეტის გამოყენებით მთელი მსოფლიოსთვის დაამტკიცა, რომ ეს სიმართლეა”, – აღნიშნა მან.

რუსულმა ძალებმა კიევი და უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს

ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა ყველას, ვინც დღევანდელი სარაკეტო იერიშების შედეგად ახლობელი ადამიანები დაკარგეს. მისი თქმით, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად არაერთი დაჭრილი და გარდაცვლილია.

“შედეგები ტრაგიკულია – დიდი რაოდენობით დაშავებულები, არიან დაღუპულებიც. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ყველამ, ვინც დაკარგეთ ახლობელი. რაც შეეხება სინათლესა და წყალს, ყველა მუშაობს, დავალება გაიწერა, ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები