მარტიდან, უკრაინულმა მხარემ რუსული ტყვეობიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება მოახერხა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სულ, მარტიდან, 1 031 ადამიანი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან. მადლობა მთელ გუნდს ამ შედეგისთვის! დღეს კიდევ 52 ადამიანი დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან: უკრაინის 50 დამცველი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. კერძოდ, ეროვნული გვარდიის, საზღვაო, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვისას, ეროვნული გვარდიის ტყვედ ჩავარდნილი წარმომადგენელი, პენსიონერი, რომელიც ადრე მუშაობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში და რომელიც ბუჩაში ოკუპანტებმა დაატყვევეს, დღეს სახლში დაბრუნდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.