უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ზელენსკიმ ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “არის შემთხვევები, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე.”
„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობას გიხდით ყველას თბილისში და სხვა ქალაქებში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მართლაც არის შემთხვევები, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე,”- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში.”
თბილისში, გუშინ, 25 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთის აგრესია დაგმეს.