LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი რუსებს: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენ გარეშე, საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე

82
gg

„უკუნით სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო ობიექტები“, – ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას და აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტებია.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი მათთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც რუსების „მეგობრობა და ძმობა“.

ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

„ისევ გგონიათ, რომ ჩვენ „ერთი ხალხი ვართ“, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე წავიდეთ?

მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?

გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.

სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“.

მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით… და თქვენს გარეშე!”- წერს ზელენსკი.

გენშტაბი: უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები