LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსული არმიისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში

146
BeFunky-collage (2)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, ამ საკითხზე ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიისა და ისრაელის ლიდერებს.

“გუშინ ოკუპანტებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი, საზოგადოება მის გათავისუფლებას ითხოვს და ეს მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ თითოეული მელიტოპოლელის ამ წინააღმდეგობისთვის”, — თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი სურვილი დაუკარგოს.

„რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია. მეჩვიდმეტე დღეს ოკუპანტის დინამიკა უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებული უდიდესი ზიანია. მათ არასდროს დაუკარგავთ უფრო მეტი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მტრის 31-მა საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. დამპყრობლის ტექნიკური დანაკარგის რაოდენობა კი, ზელენსკის თქმით, გამაოგნებელია, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 360- ტანკზე მეტი, 1205 ჯავშანმანქანა, 60-მდე თვითმფრინავი, 80-ზე მეტი ვერტმფრენი და ასეულობით სხვა ტექნიკა.

ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა

მედია: FSB-ს მაღალჩინოსნები პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა – “როგორც სჩანს, მიხვდა რომ შეცდომაში შეიყვანეს”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g