LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია

124
dsdsds

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავზე რუსეთის კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე ცხადყოფს, რომ ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის კიდევ ერთი წლისთავი „აღნიშნა“.

„უბრალოდ ხელი მოაწერო რამეს ამ ტერორისტებთან – არ იქნება მშვიდობა. უბრალოდ, რაღაცაზე შეთანხმდე მათთან – ისინი ამას აუცილებლად დაარღვევენ. რუსეთს სხვების უსაფრთხოების ელემენტები მისცე ნიშნავს ახალ ომს.

მხოლოდ რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, მხოლოდ მთელი ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და მხოლოდ მკვლელების პასუხისგებაში მიცემა შეძლებს მშვიდობის მოტანას. მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ოლაფ შოლცი: ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g