LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ვიწვევ მერკელს და სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ, რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ

629
FORTUNA.GE (3)

„მე ვიწვევ ქალბატონ ანგელა მერკელს და ბატონ ნიკოლა სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ, რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, რითაც ქალაქ ბუჩაში გადაღებულ უმძიმეს კადრებს გამოეხმაურა, რომელშიც რუსი ოკუპანტების მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა ჩანს, რომელთა ნაწილს ხელები ზურგს უკან შეკრული ჰქონდა.

„საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები. მინდა, სწორად გამიგონ. ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ.

ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა კონკრეტული სამხედროებისა, ვინც ეს გააკეთა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა, ვინც ბრძანებას გასცემდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ გაურკვევლობაზე.“ – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.

საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას

„ბუჩაში ხდება სრული ჯოჯოხეთი ხალხო, სარდაფებში ბავშვებია გაკოჭილი და დახვრეტილი“- მამა ნექტარიოს მჭედლიძე

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g