პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს.
როგორც გახარია აღნიშნავს, ამისთვის არ სცალია.
„ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით ბანკებით დაიწყეს სირბილი. მე ამისთვის ახლა არ მცალია. ამ ბანკებით სირბილს ჯობია, პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე,
ერთი რამ იცოდეთ, ამ ქალაქში ვინც დავიბადეთ, ყველამ ვიცით, რომ არაფერი იმალება“,-აცხადებს გიორგი გახარია.
ყველანაირად სუფთა ვარ – კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა
შეგახსენებთ, თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე კონკურენტებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.