LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში Covid-19-ზე პისიარ ტესტირება დაიწყო – ახალი შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა

104
BeFunky-collage (4)

ზუგდიდში სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტირება COVID-19-ზე ადგილზე 12 ადამიანს ჩაუტარდა. კვლევების თანახმად, კორონავირუსის არცერთ პირს არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კვლევა 14 დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტ ნომერს ერთს, რომელიც COVID-19-ით იყო ინფიცირებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დღეს კორონავირუსზე სულ 23 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 11 ქუთაისში. ქუთაისში გაგზავნილი ტესტების ასუხები ჯერ არ არის ცნობილი.

“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს

არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება: ჯანმო