„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელთთან მსვლელობით მივიდნენ.
ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.
ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩართულია „მძიმე გაყალბების პროცესში“.