LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: “არასდროს მიშისტი ან იმისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი და შესაძლოა, ცუდი რაღაც მოხდეს..”

7586
BeFunky-collage

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკური სუბიექტებისა თუ საზოგადოების წევრებისგან მხრიდან.

უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ამ ფონზე, საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა მსახიობმა, ზურა ყიფშიძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.

ზურა ყიფშიძე:

“საშინელი ვითარებაა. ჩვენ გვაინტერესებს, ცუდად ვიქცევით თუ კარგად. ლაპარაკი, კრიტიკა შედარებით ადვილია, ქმედება ცოტა უფრო რთული. ჩემი ძალიან ახლობელი, ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, ახლა რიგაშია, რადგან ვერ აიტანა ეს მდგომარეობა, გააჩერა თავისი კარიერა, დაანგრია ყველაფერი

არ შეიძლება უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, არ აქვს მნიშვნელობა, კლავდეს ვიღაც და შენ ჩვეულებრივად უყურებდე ამ ამბავს და ფიქრობდე, რომ ეს შენ არ გეხება. ამასწინათ, მაღაზიაში მოვკარი ყური, კაცები საუბრობდნენ – ჩვენამდე როგორ მოვლენო. მე ვუთხარი, მოსულებიც იყვნენ და წასულებით. მოსულები არ არიან, აგერ 20 კილომეტრში, როდის რა მოუნდებათ იმას გიზამენ.

თუ დავაკვირდებით 90-იანი წლებიდან, როგორ აღორძინდა რუსეთი, ამაში გარკვეულ ხალხს აქვს მონაწილეობა მიღებული და ისინი ამისთვის პატივს სცემენ. მიაჩნიათ, რომ დამცველი და მომვლელი ჰყავთ და რასაც ის აკეთებს, სწორია.

ხაბენსკის ვიცნობ ძალიან კარგად, არაჩვეულებრივი პიროვნებაა და რასაც ის აკეთებს, ნეტა, ყველას ეგ გაგვეკეთებინა.

უბრალოდ, იქ კარგი ხალხი ჰყავთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ცუდი ჰყავთ. ვისაც უნდოდა, იმათმა ამოიღეს კიდეც ხმა.

ეწყინოს ვისაც უნდა, მე არასდროს მიშისტი, იმისტი ან ვინმესკენ არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი და შესაძლოა, ცუდი რაღაც მოხდეს და მერე დაჰბრალდეს იმ კაცს, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

თუ ეს პრინციპულია, მაშინ უნდა გადავიდეთ სულ ყველა და ვიომოთ, ეს სხვა თემაა და ვიღაცას გაეცინა ახლა.

მგონია, რომ ქართველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და რაც არ შეუძლიათ”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები