LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიადაურის ადვოკატი: ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ

356
ადვოკატ

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით“, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის თაობაზე, უსამართლოა.

მისივე სიტყვებით, „კანონმა უდანაშაულო ადამიანზე იძალადა.“

ჩემს სახლში მივიყვან: ქუცნაშვილი ზვიადაურის საპატიმროდ საკუთარ სახლს სთავაზობს

„კანონის სახელით იძალადეს ადამიანზე, რომელიც მართალია. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით.

არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი იყოს პატიმარი. კანონდებლობა იძლევა საფუძველს, რომ ასეთ სიტუაციაში პენიტენციურმა სამსახურმა დართოს ნებართვა და გამოიყვანოს. შესაძლებელია, რომ დაშვებული იქნეს ეს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არც მიგვიმართავს, ახლა დასრულდა პროცესი“, – განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა.

ადვოკატი კახა ცნობილაძე კი ავხადებს, რომ სასამართლოს ალტერნარიული გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა არ ეყო.

„ჩვენ, იურისტებმა, ვიცით, რომ სისხლის სამართალში არსებობს მუხლები, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებენ. კანონი ასეთ აკრძალვას არ გვკარნახობს. კანონი არ გვეკითხება, რა დროს უნდა იყოს აღკვეთი ღონისძიება და როდის – არა.სასამართლო ამას ვერ გასცდა, მას არ ეყო გამბედაობა, რომ ისეთ მუხლზე, როგორიც მკვლელობაა, გამოეყენებინა პირადი თავდებობა ან გირაო, რომელიც ჩვენ ასევე შევთავაზეთ.

ყველამ ნახეთ, რომ ზურაბს თავდებში უდგებოდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ზურაბ ზვიადაურის ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღეს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა“, – განაცხადა კახა ცნობილაძემ.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღჯვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თავდებში ვუდგები ყველაფრით, თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად: ავთანდილ ჭრიკიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g