LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო წლებში პაციენტები სულ უფრო აქტიურად ამარცხებენ ოდესღაც  უკურნებელ სენს” – პულსი

47
pulsi

11 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო მუსერიძე, კლინიკური ონკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ნია  შარიქაძე და მუცლის ღრუს ქირურგი, ონკოლოგი ემზარ ნადირაძე სტუმრობდნენ, რომელთაც სამედიცინო ცენტრის სიახლეებსა დ გადახალისებულ გუნდზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნია, თქვენ სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდით  მარდალეიშვილის კლინიკის მედპერსონალს. რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილება?

– ონკოლოგია, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ათწლეულეში განვითარდა, აღარ ასოცირდება მხოლოდ ერთ სპეციალობასთან, რადგან ქირურგიასთან ერთად სხივური თერაპია და სისტემური ონკოლოგიაც მოიცვა. გამომდინარე აქედან, ძალიან მინდოდა ისეთ ყოვლისმომცველ ცენტრში მუშაობა, როგორიც მარდალეიშვილის კლინიკაა და შეთავაზებაც სიხარულით მივიღე. რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია, რადგან საკმაოდ რთულია ახალი კომპლექსური დარგის ჩამოყალიბება, თუმცა დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავართმევთ თავს დაკირებულ მისიას და სწორედ მარდალეიშვილის კლინიკა იქცევა ამოსავალ წერტილად მთელ საქართველოში.

– ქალბატონო ნინო, რა უპირატესობით სარგებლობს კომპლექსური მკურნალობა?

– აქამდე მხოლოდ საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს მკურნალობდი, ახლა კი, ფერტილობის შენარჩუნებაზეც ვზრუნავ, რაც ძალიან მახარებს, რადგან საბედნიეროდ, ონკოლოგია აღარაა განაჩენი და ჩვენც არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ სრულფასოვანი და ხარისხიანი ცხოვრების შენარჩუნებას ვპირდებით ჩვენს პაციენტებს. ზოგადად, რეპროდუქტოლოგიისა და ონკოლოგიის გაერთიანება ნაკლებად გავრცელებული მეთოდია მსოფლიო მედიცინაში, ამიტომ ორმაგად სასიამოვნოა, რომ  სწორედ ჩვენი ცენტრია ერთ-ერთი პირველი, რომელიც  კომპლექსური მკურნალობას სთავაზობს პაციენტს.

– ბატონო ემზარ, თქვენ რა მომსახურებას სთავაზობთ კლინიკაში მოსულ პაციენტს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან სასიმოვნოა გამოცდილ და კვალიფიციურ კოლეგებთან ტანდემში მუშაობა. მართალია, ადრე ონკოლოგია მხოლოდ ქირურგას გულისხმობდა, მაგრამ დღეს კომპლექსური მკურნალობაა პრიორიტეტული, ქირურგები კი, მკურნალობისას მეტწილად მცირე ინვაზიური ჩარევაზე ვაკეთებთ აქცენტს, რათა მნიშვნელოვნად შევუმსუბუქოთ პაციენტს პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

– არსებობს მოსაზრება, თითქოს ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში უმჯობესია მუცლის კვეთა. რამდენად ეფექტურია მცირე ინვაზიური ჩარევა?

– ლაპარასკოპიული ანუ მცირე ინვაზიური ჩარევით სრულად შეიძლება ე.წ. ონკოლოგიური პრინციპის დაცვა, რადგან ტუბოსი, რომლითაც მუცლის ღრუში შევდივართ, 6-ჯერ ადიდებს ობიექტს და შესაბამისად, მცირე ზომის ლიმფური კვანძების სრულად ამოკვეთაც ბევრად მარტივია.

– ქალბატონო ნია, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტისთვის ყველა მომსახურების ერთ კლინიკაში და მულტიპროფილურ გუნდთან მიღება?

– ონკოლოგია კომპლექსური დარგია, ამიტომ პაციენტის მკურნალობის და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაზეც კონსილიუმი, ე.წ. ონკოლოგიური ბორდი ზრუნავს, რომელიც ქირურგსა და კლინიკურ ონკოლოგთან ერთად ფსიქოთერაპევტს, რეაბიტოლოგს და თერაპევტს აერთიანებს. რა თქმა უნდა, ყოველი პაციენტის ისტორია ცალკე განიხილება და მკურნალობის მეთოდიც ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად ირჩევა.

– რამდენად პერსპექტიულია ონკოპაციენტების ფერტილობის შენარჩუნების ბანკი?

– პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჯეოქორდის და ჭიპლარის სისხლის ბანკის სახით, ჩვენს კლინიკას ამგვარი მომსახურების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რამაც თავის მხრივ, ფერტილობის შენარჩუნების ბანკის შექმნა განაპირობა. მართალია, ფერტილობა ახალი სიტყვაა რეპროდუქტოლოგიასა და ონკოლოგიაში, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ბანკის არსებობა, რადგან მრავლად არიან ისინი, ვინც ძალიან ნანობს, რომ თავის დროზე ვერ შეძლო საკუთარი ბიოლოგიური მასალის შეგროვება. ხაზგასასმელია, რომ ბანკი სრულადაა დაზღვეული ნებისმიერი შემთხვევითობისგან და საიმედოდ იცავს პაციენტთა ბიოლოგიურ მასალას.

– ქალბატონო ნია, კონკრეტულად რა მომსახურეობას სთავაზობს კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს?

– კლინიკური ონკოლოგია არ გულისხმობს მხოლოდ ქიმიოთერაპიას, რადგან არსებობს მკურნალობის ბევრად თანამედროვე მეთოდებიც – სამიზნე თერაპია, პერსონალიზირებული მედიცინა, იმუნოთერაპია და მრავალი სხვა. საბედნიეროდ, მარდალეიშვილის კლინიკაში ყველა ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება, სამომავლოდ კი, მართლაც გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ჩვენი განყოფილება გაფართოვდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც მთავარ კლინიკად იქვცევა, სადაც პაციენტი ნებისმიერი მომსახურების მიღებას შეძლებს.

– საკმაოდ აქტუალურია პაციენტებთა საზღვარგარეთ მკურნალობის თემა. რამდენად შესაძლებელი იქნება თქვენს კლინიკაში სწორედ იმ მომსახურების მიღება, რომლის არარსებობა ბევრს საზღვარგარეთ გამგზავრებას აიძულებს?

– მართალია, პაციენტების გადინება ერთნაირად ნეგატიურად აისახება როგორც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, ისე ექიმის რეპუტაციაზე, მაგრამ პრობლემა მართლაც აქტუალურია, რადგან საქართველოში არ არსებობს სრული ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. თუმცა, ისეთ პოლიპროფილურ ცენტრიში, როგორიც ჩვენი განყოფილება იქნება, მაღალტექნოლოგიური მეთოდებიც მარტივად დაინერგება, მით უფრო, რომ მუდმივად ვთანამშრომლობთ ევროპელ, ამერიკელ კოლეგებთან და შედეგებიც საკმაოდ კარგი გვაქვს.

– ბატონო ემზარ, რამდენად გაიზარდა განკურნებულ პაციენტთა რიცხვი?

– საბედნიეროდ, ბოლო წლებში პაციენტები სულ უფრო აქტიურად ამარცხებენ ოდესღაც  უკურნებელ სენს. მთავარია, დროულად მიმართონ სპეციალისტს, დაისვას დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები