LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცვლილებები გარდაუვალია” – კრიზისი, როგორც ცვლილებების სტიმულატორი – FM ქოუჩი

6
news1prl20

რა გამოწვევების წინაშე ვდგვარათ დღეს და რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ხვალინდელი დღისთვის – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი” კანადის სენტ მერის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა მენეჯმენტსა და სოციალურ მეწარმეობაში დავით ირემაძემ ისაუბრა.

რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს? 

საჭიროა განვასხვავოთ მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გამოწვევები. გრძელვადიანი გამოწვევები დიდწილად არაპროგნოზირებადია მოვლენის უნიკალურობის გათვალისწინებით. შოკური მოვლენა ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა – როგორ შევიცვლებით, ჩვენ უნდა ავირჩიოთ. გადასაფასებელია: რას აქვს მართლაც ფასი? სინამდვილეში რა სჭირდება ადამიანს და საზოგადოებას, ან რამდენი? ასევე, უნდა ვიფიქროთ როგორ უნდა დაბალანსდეს კერძო, პიროვნული, პირადი ინტერესები და სახელმწიფო, საზოგადო ინტერესები.

განათლება, ბიზნესი – როგორ შეიძლება კრიზისის პირობებში ნაკლებად დაზარალდეს ეს ორი მიმართულება?

ცვლილებები გარდაუვალია. ამ მოვლენებმა დააჩქარა ისედაც მიმდინარე პროცესები. მაგალითად, ცვლილებები საცალო ვაჭრობაში (ონლაინ გაყიდვები) და უმაღლესი განათლების სფეროში (დისტანციური სწავლება; ვირტუალური და კომბინირებული რეალობის გამოყენება, ა.შ.).

საჭიროა არაორდინალური, გაბედული და ექსპერიმენტული პოლიტიკის გატარება. მოკლე და საშუალო-ვადიან პერსპექტივაში: სწავლის გადასახადების დაფარვა, დიდ კომპანიებში/კორპორაციებში წილის შესყიდვა, მცირე ბიზნესებისთვის მინიმალურ-პროცენტიანი სესხები და სესხების გარანტიები, ბიუჯეტი კი არ უნდა სეკვესტირდეს, არამედ შემდეგი ორი წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს, გაიაფებული კრედიტის ხარჯზე, ადგილობრივი მუშახელის დასაქმებით; გრძელვადიან პრესპექტივაში უნდა მოხდეს: სტრატეგიულ მიმართულებებში და მოწინავე ტექნოლოგიებში კო-ინვესტირიბა და ა.შ.

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა დღეს, რათა ხვალინდელი დღე იყოს მომგებიანი?

ყველა სექტორში არ გვაქვს ერთნაირი სიტუაცია – არიან სექტორები სადაც გაყიდვები პირიქით გაეზარდათ, თუმცა თუ ფულმა მოძრაობა შეწყვიტა მსყიდველობითუნარიანობის პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება. გონივრული ხარჯების კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა 100%-ით მუშახელის ხარჯზე. ასევე, მნიშნელოვანია რეალურ საჭიროებებზე, პირველად საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის აწყობა, დივერსიფიკაცია – სხვადასხვა მიმართულებების დამატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები