LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები არა მხოლოდ ხანდაზმულთა, არამედ შედარებით ახალგაზრდა თაობის პრობლემადაც იქცა – პავლე კასრაძის რეკომენდაციები

110
pavle kasradzepulsi

გადაცემის ლაივი LIVE

10 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიცინის დოქტორი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავჯდომარე, პროფესორი პავლე კასრაძე სტუმრობდა, რომელმაც ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებზე და მათი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო პავლე, რამდენად ხშირია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები და რა ასაკში იწყება პრობლემები?

– ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებული კომპლექსური დაავადებაა, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს. მართალია, მედიცინა ვითარდება, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი – იზრდება, მაგრამ დაბერება მაინც შეუქცევადი პროცესია, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს და ძვალ-სახსროვანი დაავადებები სწორედ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც არაა აუცილებელი პათოლოგიად განვითარდეს, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს ნებისმიერ შემთხვევაში უქმნის ადამიანს, რადგან იზღუდება მოძრაობის შესაძლებლობა და იზრდება მოტეხილობის რისკი, რაც ბევრს სხვა დაავადებასაც წარმოშობს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები არა მხოლოდ ხანდაზმულთა, არამედ შედარებით ახალგაზრდა თაობის პრობლემადაც იქცა, რადგან საგრძნობლად შემცირდა ფიზიკური აქტივობა, ბავშვებში კი, იმატა ჭარბწონიანობამ. უამრავი პრობლემა აქვთ სპორტსმენებსაც, რომელთა დატვირთვა ერთი-ორად გაიზარდა.

– დაავადების გაახალგაზრდავებასთან ერთად მომრავლდა მკურნალობის მეთოდებიც, რომელთა უმეტესობა ნაკლებად ეფექტური და ხშირად საზიანოა. მსგავსი მრავალფეროვნების ფონზე რამდენად შეუძლია პაციენტს კვალიფიციური რჩევის და დახმარების მიღება?

– ვფიქრობ, მთავარი თავად პაციენტის განწყობა და დამოკიდებულებაა, რადგან გადატვირთული რეჟიმის პირობებში ბევრი დამოუკიდებლად და სწრაფად ცდილობს  პრობლემების მოგვარებას, რითაც თაღლითები სარგებლობენ და სწორედ სოციალური ქსელით სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს მედიკამენტებს და მკურნალობის თითქოს სწრაფ და ეფექტურ მეთოდებს. სინამდვილეში, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ერთადერთი უებარ საშუალება კი – ფიზიკური აქტივობაა, რაც ნაკლებად აკმაყოფილებთ პაციენტებს, რადგან ვარჯიშის ნაცვლად ერთი აბის მიღება ურჩევნიათ, რომელიც მათი აზრით სწრაფად მოხსნის ყველა პრობლემას. რა თქმა უნდა, მსგავსი „ჯადოსნური აბები“ ტკივილს აყუჩებენ, მაგრამ უფრო ამძიმებენ პრობლემას.

– როგორ უნდა შეარჩიოს მსგავსი მრავალფეროვნებით დაბნეულმა პაციენტმა მკურნალობის სწორი მეთოდი ისე რომ ზიანი არ მაიყენოს საკუთარ ჯანმრთელობას?

– საუკეთესო გამოსავალი ადგილობრივად მკურნალობის მეთოდიის მოძიებაა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საერთო გაჯანსაღების შესაძლებლობას. პირადად მე ჰომეოპათიურ პრეპარატებს ვანიჭებ უპირატესობას, რომელთა გამოყენება ყოველთვის უსაფრთხოა, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ აქვს უკუჩვენება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და სპეციალური ვარჯიშები დაავადების პრევენციისთვის?

– სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება დღეს მხოლოდ მოდური ლოზუნგია, რომელსაც თითქოს ყველა იცავს, მაგრამ ბევრს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომ  ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავებისას აუცილებელია ადამიანის ასაკის, წონის, ფიზიკური შესაძლებლობების და ხასიათის გათვალისწინება, რადგან ნებისმიერი წესი სწორედ მასზე უნდა იყო მორგებული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები