LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპლანტოლოგიის პიონერები კახა მეტრეველი და ლევან თადუმაძე სტუმრად გადაცემაში ,,პულსი”

95
kaxametrevelilevantadumadze

გადაცემის ლაივი LIVE

3 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, გერმანიის იმპლანტოლოგთა ასოციაციის ექსპერტი, ბატონი კახა მეტრეველი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, გერმანიის იმპლანტოლოგთა ასოციაციის ექსპერტი, ბატონი ლევან თადუმაძე სტუმრობდნენ, რომელთაც სტომატოლოგიაში იმპლანტოლოგიის დანიშნულებაზე ისაუბრეს.

– ბატონო კახა, სწორედ თქვენ ბრძამდებით იმპლანტოლოგიის პიონერი საქართველოში. საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს სტომატოლოგიის ეს დარგი?

– არქეოლოგიური წყაროებით დადასტურებულია, რომ იმპლანტოლოგიას ჯერ კიდევ უძველესი ეტრუსკების მიმართავდნენ, პირველი დადასტურებული არტეფაქტი კი, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება მაიას ტომების ცივილიზაციას ეკუთვნის. მეტიც, 1931 წელს ქვედა ყბის ფრაგმენტი იქნა აღმოჩენილი, სადაც წინა კბილები მოლუსკური ნიჟარის კონუსური კონსტრუქციით იყო ჩანაცვლებული. უახლეს ისტორიაში  გასული საუკუნის 20-იანი წლებში გაჩნდა თანამედროვე იმპლანტმენტის წინამორბედი, 1950-1970-იან წლებში კი, ექსპერიმენტულ-კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე დამუშავდა იმპლანტოლოგიის ძირითადი კონცეფციები და პრინციპები.

– ბატონო ლევან, როგორ დაიმკვიდრა ადგილი იმპლანტოლოგიამ ქართულ რეალობაში?

– სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი გამოცდილება იმპლანტოლოგიაში, არაფრით ჩამორჩება მოწინავე ქვეყნების მიღწევებს. საბედნიეროდ, ქართველებს ყველა პირობა გვაქვს შექმნილი მუშაობისთვის, რასაც თავად ექიმთა მონდომებაც ემატება, რომლებიც მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე არიან ორიენტირებული.

– ბატონო კახა, რამდენად ხშირად მოგმართავენ უცხოელი პაციენტები?

– უცხოელები საკმაოდ ხშირად მოგვამრთავენ, რადგან ჩვენც იმავე ხარისხიან მასალას, ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რასაც საზღვარგარეთის ქვეყნებში, თუმცა ბევრად შეღავათიან ფასად. სხვათაშორის, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიო გამოცდილება, სტომატოლოგია ყველაზე სწრაფად  განვითარდა, საერთაშორისო სტანდარტებს აუწყო ფეხი იმპლანტოლოგიამაც და დღემდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება.

– ფართო არჩევანის ფონზე, რამდენად რთულია ხარისხიანი იმპლანტანტის შერჩევა?

– ვფიქრობ, მთავარი ექიმის განათლება და ინფორმატიულობაა, რათა არა დისტრიბუტორთა სარეკლამო აქციას ენდოს ბრმად, არამედ საკუთარი გამოცდილებით გააკეთოს არჩევანი.ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი იმპლანტანტის ორგანიზმთან ბიოთავსებადობაა. საუკეთესო იმპლანტანტი მყარად და ხანგრძლივი დროით უნდა იყოს ინტეგრირებული ძვლოვან სისტემასთან, ამისთვის კი, პაციენტის ასაკი, მისი ჯანმრთელობა, ორგანიზმის, პირველ რიგში ძვლოვანი სისტემის მიკრო და მაკრო თავისებურებებია გასათვალისწინებელი.

– რამდენად აქცს ქართველ პაციენტს მართლაც მაღალი ხარისხის იმპლანტანტის მორგების საშუალება?

– დისტრიბუციის სისტემა ჩვენს ქვეყანაში 2000-იანი წლების დასაწყისში მოწესრიგდა, ამიტომ ჩვენთან მხოლოდ ლიდერი ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია შემოდის, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი გერმანული „კემლოგია“, რომელიც ნებისმიერ პაციენტს მისთვის ოპტიმალური, საუკეთესო ხარისხის შერჩევის გარანტიას აძლევს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები