LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის რომელ მოდელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი – FM ქოუჩი

6
davitkenjadze202345

გადაცემის ლაივი LIVE

მართვის რომელ მოდელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” DK Capilal-ის გენერალურმა დირექტორმა დავით კენჭაძემ ისაუბრა.

საქართველში ძირითადად ვხვდებით მართვის სამ მოდელს:

დღევანდელ მართვის პრაქტიკაში მთავარი გამოწვევა არის თვითონ მენეჯმენტის სისტემა. მენეჯერები მუდმივად დაობენ თუ რომელი მართვის სისტემა არის უფრო მეტად ეფექტური.

პრაქტიკაში ძირითადად გვხდება მენეჯმენტის 3 სისტემა. პირველის შემთხვევაში მთლიანი გუნდი არის დამოკიდებული 1 ადამიანზე და ძირითად გადაწყვეტილებებს ის იღებს, მეორე შემთხვევაა, როდესაც მენეჯმენტის სისტემა არის მორგებული გუნდის რამდენიმე წევრზე, რომლებიც იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს და მათ გარეშე ვერავინ ახერხებს რაიმე მნიშნელოვანის გადაწყვეტას. მესამე – ეს არის სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მის სათავეში.

რომელია ყველაზე ეფექტიანი მოდელი?

მენეჯერების უმრავლესობა ამბობს, რომ ქმნიან მესამე ვარიანტს, მაგრამ მათი ქცევა მოგვაგონებს დიქტატორულ მართვას, თუმცა ზოგი მენეჯერის შემთხვევაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება ბევრისთვის მოსაწონია.

ორგანიზაცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ის სისტემურად მუშობას ანუ არის ისეთი სტრუქტურა და გადაწყვეტილებების მიღების ისეთი წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ მართვას დამოუკიდებლად.

ამ სისტემას ხშირად დემოკრატიულ მმართველობას უწოდებენ, როდესაც ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი დასახულ დროში გაზომვად მიზანზე და თვითონ იღებს პასუხისმგებლობას მის მიღწევაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიებს ჰქონდეთ მიზენებზე ორიენტირებული მართვის მოდელი?

თანამედროვე მენეჯმენტში ყველაზე ეფექტური მართვის მოდელი არის მიზნებზე ორიენტირებული მენეჯემენტის სისტემა, რომელიც ყველაზე ეფექტურად მუშაობს სწორედ რომ დემოკრატიული მართვის შემთხვევაში. ყველა ორგანიზაცია უნდა მიისწრაფოდეს იქითკენ, რომ შექმნას თვითმართვადი გუნდი, რომელიც იქნება დასახულ მიზნებზე ორიენტირებული. ეს ამოცანა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა არც შეუძლებელია, მთავარია უმაღლეს მენეჯმენტს ჰქონდეს ამ მართვის მოდელის დანერგვის სურვილი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები