LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ახალი კოვიდშეზღუდვები დაწესდა/კოვიდვაქცინა სეზონური გახდება / მასწავლებლის პროფესია და პოპულარიზაცია – “კვირის თემის” პოდკასტი

8
fortuna.ge (15)

ქვეყანაში დაწესებულ ახალი კოვიდშეზღუდვებს აფასებს გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე და  პასუხობს ვაქცინაციასა და პანდემიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ხშირად დასმულ შეკითხვებს;

გადაცემაში მასწავლებლის პროფესიისა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი;

 

 

პირველად მოვისმინე ადეკვატური, სიტუაციასთან შესაბამისი, ნაკლებად პოლიტიზირებული, ნაკლებად მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული და სწორი გადაწყვეტილება – გიორგი ფხაკაძე ახალ შეზღუდვებზე

პირველად  მოვისმინე ადეკვატური, სიტუაციასთან შესაბამისი, მეცნიერებაზე დაფუძნებული, ნაკლებად პოლიტიზირებული, ნაკლებად მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული და პრაგმატულად სწორი გადაწყვეტილება, – ასე აფასებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” და აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო საბჭოსგან შემოთავაზებულ ყველა პუნქტს სრულად ეთანხხმება.

 

 

“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ვეღარ ვაკონტროლებთ ვითარებას და როგორც ჩანს, პირველად, საღმა აზრმა გაიმარჯვა. ნამდვილად გამიკვირდა, პირველად ვნახე საქართველოში, გლობალურად ამდენი სწორი გადაწყვეტილების ერთდროულად მიღება და განხორციელება.”

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არავაქცინირებული პირების სხვადასხვა დაწესებულებაში ვიზიტი დროულად უნდა აიკრძალოს.

“ყველა იმ პუნქტს რომელიც საბჭოსგან იყო შემოთავაზებული თავიდან-ბოლომდე ვეთანხმები, თუმცა, მე, ალბათ უფრო მეტად რადიკალური ვიქნებოდი კოვიდპასპორთებთან, ე.წ მწვანე საშვებთან დაკავშირებით. საფრანგეთში, უკვე, ორშაბათიდან აღარ დაიშვებიან პირები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ კაფეებში.  საქართველოშიც ამ კუთხით შეზღუდვის დაწესება არა სექტემბრიდან, არამედ სასწრაფოდ  უნდა დაწყოს.”

საზოგადოებრივო ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ ფონს კიდევ უფრო მეტად ართულებს დაგეგმილი არჩევნები, რომელიც მისი განცხადებით ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

“აქ არის პოლიტიკური მომენტი, არჩევნებია და მე სულ ვამბობდი, რომ  ჩვენ ახლა შევდივართ არჩევნების ფაზაში. არჩევენები კი  არის ყველაზე დიდი ბუსტერი, მიზეზი, რატომაც ვრცელდება ვირუსი სწრაფად და დღეს ვხედავთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილება არის მხოლოდ არაპროფესიონალური და პოლიტანგაჟირებული.

გულწრფელად გამიკვირდა და გამიხარდა, რომ როგორც ჩანს შეძლო ჯანდაცვის მინისტრმა თავისი პოზიციის გატანა და ჩვენ ახლა გვაქვს ნაკლებად პოლიტიკური და უფრო მეტად  ჯანდაცვის სფეროსკენ მიმართული გადაწყვეტილებები. აღმოჩნდა, რომ არჩევნების პერიოდშიც ყოფილა მსგავსი შეზღუდვების დაწესება შესაძლებელი.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა”.

მისივე მოსაზრებით, შეზღუდვების დაწესების ფონზე, არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესებას 2 კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ.

 

“კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება”

 

პანდემია ნიშნავს, რომ მსოფლიო არის ინფიცირებული და სანამ ერთი ადამიანიც კი იქნება ისეთი, რომელიც არ არის აცრილი და ჯერ არ გადაუტანია კოვიდი, მუდმივი რისკის ქვეშ ვართ, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა და არსებული ეპიდვითარების ფონზე პანდემიის დაძლევის გზებზე ისაუბრა.

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის მოსაზრებით, თუ საწყის ეტაპზე ითვლებოდა, რომ პანდემიას მსოფლიო 2 წელიწადში დაამარცხებდა, ახალი შტამების გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა “დელტა” შტამი ახალი ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება, პანდემიის დასრულების დრო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში კოვიდვაქცინა გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, სეზონური გახდება.

“ჩვენ ვიცით, რომ 200-ზე მეტ სხვადასხვა მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ, წლის ბოლოსთვის ძალიან საინტერესო შედეგები გევქნება.

300-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ეფექტური და იაფი ვაქცინებიც დაგვეწევა და მალე, მხოლოდ მოდერნასა და ფაიზერის იმედზე აღარ ვიქნებით.

 სანამ პანდემია იქნება დედამიწაზე, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვხედავთ 7  სხვადასხვა საყურადღებო შტამის ცირკულაციას.

ამიტომ ვფიქრობ, კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრ-ოქტომბრის თვეებში გაკეთდება ხოლმე”  – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ და აღნიშნა, პროცესი ვაქცინაციის გარდა,შესაძლოა გახდეს მედიკამენტოზურიც.

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულება მოქალაქეების პასუხისმგებლიან ქცევაზეც არის დამოკიდებული  – “ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება ერთმანეთის დასახმარებლად. ვაქცინაციასთან ერთად, ალბათ წამლებიც დავგეხმარება, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ სამედიცინო პირბადეზე უკეთესი წამალი დღეს არ არსებობს.

მუტაცია არ ვიცით საითკენ წავა, არავინ ელოდა რომ დელტა ვირუსი გახდებოდა ცალკე აღებულია ეპიდემია, ის ისე აფეთქდა რომ არავინ ელოდა, ჩვენ ველოდით რომ პანდემია 2 წელიწადში დასრულდებოდა, ასევე ბრიტანული ვირუსიც თითქოს სუსტდებოდა, მაგრამ დელტამ ყველაფერი გადმოატრიალა.

ჩვენ ასევე გვაქვს 7 სხავადსხვა ტიპის საყურადღებო ვარიანტი დელტას გარდა, რომელიც მაგალითად კოლუმბიდაან, პერუდან და აშშ-დან წამოვიდა და არიან ძალიან საყურადღებო ვარიანტები, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ – ერთადერთი გამოსვაალი ვაქცინაციაა და რატომ ვაქცინაცია? – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ვირუსი არ გამრავლდეს.

თუ ჩვენ ვირუსს გადავუკეტეთ გავრცელების გზა, ის ვეღარ განიცდის მუტაციას და რა თქმა უნდა, ჩვენ დავამარცხებთ ეპიდემიას და რაც უფრო ჯიუტად არ გამოვიყენებთ სამედიცინო პირბადეს და ვაქცინაციას, ვირუსი პირიქით იხეირებს, გამრავლდება, მუტაციაც ექნება და უფრო დიდხანს დაგვტანჯავს” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას.

 

 

 

ვაქცინაცია ორსულებსა და მეძუძურ დედებში

 

“აუცილებლად, ყველა ფეხმძიმე უნდა აიცრას, ასევე ისინიც ვისაც ორსულობა აქვს გადაწყვეტილი. სხვადასხვა ქვეყანის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორსულობიდან 10 კვირის შემდეგ ვაქცინაცია ეფექტიანია და ასევე ლაქტაციის დროს აუცილებლად უნდა აიცრას ყველა.

ფეხძიმობისას კოვიდი მძიმედ მიმდინარეობს, სიკვდილობა არის მაღალი ბავშვებშიც (ნაყოფის)და ორსულობის დროსაც. სტატისტიკას თუ გადავხედავ ძალიან მძმიედ გადიან ორსულობისა და მშობიარობის პროცესს – ერთი შენიშვნა, მე ვსაუბრობ მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე

სხვა ვაქცინებზე ჯერ არ გავქვს შესაბამისი კვლევები, მაგრამ ფაიზერი როგორც ფეხმძიმეებისათის ასევე ლაქტაციის პერიოდში აუცილებლად და ის ოჯახები სადაც არიან პატარა ბავშები და ლაქტაციის პერიოდია არამხოლოდ დედა, არამედ მამაც და ოჯახის სხვა ყველა წევრი უნდ აიყოს აცრილი, რომ ბავშვი რომელიც არ არის აცრილი  – დავიცვათ.”

 

მედიკამენტების შეწყვეტა აცრის წინ 

 

“თავიდან იყო ძალიან ბევრი შიში, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა გვქონდა. დღეს პასუხი არის უმარტივესი – რაც უფრო ბევრი ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს და მით უფრო სწრაფად უნდა გაიკეთოს ვაქცინა – ეს არის პირველი.

მეორე – როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება – როცა გაქვს სიცხე, სიცხე ნიშნავს რომ ორგანიზმში რაღაც ანთებითი პროცესია, და უნდა გადავდოთ 1 კვირით. როგორც კი სიცხე დაიწევს, თავისუფლად შეგვიძლია აცრა და მხოლოდ ქრონიკულ დაავადებებზე არ ვსაუბრობ, ეს ეხება ალერგიებსაც – მთავარია არ უნდა იყოს ალერგიის პიკი.

აცრის წინ მედიკამენტის შეწყვეტა არ არის საჭირო. შეუძლიათ განაგრძონ მედიკამენტების მიღება რეგულარულად, როგორც მანამდე.”

 

ვაქცინის ბუსტერ დოზა

 

ე.წ “ბუსტერი” სხვა ვაქცინა შესაძლებელია? რას ამბობს ბოლო კვლევები?

“უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი იცვლება, მედიცინაც იცვლება და ყოველდღე ახალი სიახლე გვაქვს. სიახლის კუთხით თუ  თავიდან ბევრი მეცნიერი ფიქრობდა, ფრთხილობდა რომ ვაქცინები არ უნდა შერეულიყო – შედეგმა გვაჩვენა რომ დაბალეფექტური ვაქცინების შემდეგ ბუსტერ დოზა არის მაღალეფექტური, მაგალითაც ფაიზერი ან მოდერნა და შედეგი იყო ძალიან კარგი. ბუსტერს უკვე ბევრი ქვეყანა იყენებს.

რა არის ბუსტერი – ბუსტერი არ არის ცალკე ვაქცინა, ეს იგივე ფაიზერის ვაქცინაა – მესამე დოზად. მოქალაქეების ნაწილისთვის არ არის ძალიან ფექტური 2 დოზა,  მაგ. 60 წელს გადაცილებული და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები – ამ შემთხვევაში მათთვის ბუსტერი რეკომენდებულია და ასევე მათთვისაც ვინც დაბაელეფქტური ვაქცინები გამოიყნა.

რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ძლიერად და კარგად იცავენ ვაქცინები მას .რაც უფრო ასაკიანია ადამიანი, სამწუხაროდ ვაქცინები არ არის ისეთი ეფექტური.

თუ 16 წლისას ვაქცინას იცავს 94%-ით, 60-70 წელს გადაცილებულისათვის ციფრი შეიძლება იყოს 64%, შესაბამისად 5-6 თვის შემდეგ, განსაკუთრებულად იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადება, ბუსტერი ანუ მესამე გაძლიერებული დოზა საჭიროა, იმისათვის რომ გაძლიერებული იმუნიტეტი დაეხმაროს ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც დაბალეფტური ვაქცინები იყო გამოყენებული, გადაწყვიტეს,  რომ 60 წელს გადაცილებულ პირებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში გაკეთდეს მესამე დოზა ბიონტექ ფაიზერი ან მოდერნა.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას.

 

 

 

 

მასწავლებლის პროფესია და  მისი პოპულარიზაცია

 

მასწავლებლის პროფესიისა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ზურაბ კერვალიშვილი – “გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის” დირექტორი

 

“გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი” ამ მიზნით სხვადასხვა პროექტს 2017 წლიდან ახორციელებს, მათ შორისაა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო”, “მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი” და  მომავალი პედაგოგებისთვის სტიპენდიებით წახალისების პროგრამა.

როგორც ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი “კვირის თემაში” აღნიშნავს  “მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო და იგი აქტიურად ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტებზე.

კერძო ფონდის მხარდაჭერით სამივე უნივერსიტეტის სტიპენდიანტები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საგანმანათლებლო პროექტებში და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტებსა და აქტივობებში.

ფონდის მიერ ინიცირებული მომავალი მასწავლებლების წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.

მიმდინარე სასწავლო წლიდან ფონდი გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს სტუდენტური დაფინანსების პროგრამა და მომავალი პედაგოგების წახალისების მიზნით კიდევ სხვადასხვა რეგიონალურ უნივერსიტეტებთან დაიწყოს თანამშრომლობა.”

ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, ფონდი სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები