LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის გასათვალისწინებელი მარკეტინგში მუშაობის დაწყებისას – FM ქოუჩი

9
nonasongulashvili

მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა. მარკეტერების საქმიანობა მოითხოვს შესაბამის უნარ-ჩვევებს. რა უნდა გავითვალისწონოთ მარკეტინგში მუშაობის დაწყებისას გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ბაზრის უფროსი მკვლევარ-ანალიტიკოსი ნონა სონღულაშვილი.

რა არის გასათვალისწინებელი მარკეტინგში მუშაობის დაწყებისას? 

მარკეტერობა, იმის გარდა რომ ძალიან სახალისო და საინტერესო პროფესიაა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს.
გარდა კრეატიული აზროვნებისა და საბაზისო მარკეტინული ცოდნისა, საუკეთესო მარკეტერს ასევე მოეთხოვება ციფრებთან და ანალიტიკასთან მეგობრობა.
მარკეტინგს ძალიან დიდი როლი აქვს კომპანიის ფუნქციონირებაში და ნებისმიერი სწორი და არასწორი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება კამპანიად, აუცილებლად აისახება კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. ხშირად არამიზნობრივად დაგეგმილმა კამპანიამ ან არასწორმა მარკეტინგული ბიუჯეტის გათვლამ შეიძლება ბრენდი თუ კომპანია წამგებიან პოზიციაში მოახვედროს.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კადრი, რომელსაც ვირჩევთ მარკეტინგული პოზიციისთვის, კარგად ფლობდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლით უნარ-ჩვევებს, შეეძლოს კონკრეტული სიტუაციის სწორედ გაანალიზება და სათანადო ეფექტური მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა.

რა არის საჭირო, რომ მარკეტინგული საქმიანობის თვალსაზრისით კომპანია იყოს წარმატებული?

ძალიან მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ჩვენი პროდუქტის/მომსახურების ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი მხოლოდ ჩვენს პროდუქტთან აკავშირებს და რის გამოც მხოლოდ ჩვენს პროდუქტს იყიდის. სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები, სოციალური ქსელების სხვადასხვა არხები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მომხმარებელი უფრო კარგად გავიცნოთ და შესაბამისად, არსებული ზღვა ინფორმაცია სწორედ გამოვიყენოთ მათთან კომუნიკაციის დროს.
მარკეტოლოგები ვთანხმდებით, რომ ჩვენი უმთავრესი და მთავარი მიზანი ვისაც გვინდა რომ ჩვენი პროდუქტი/სერვისი შევთავაზოთ არის არა ა\დამიანთა დაჯგუფება, არამედ შენ ერთი კონკრეტული ადამიანი. ყოველ ადამიანს თავისი განსხვავებული ხასიათი აქვს. მას სხვებისგან საკუთარი ღირებულებები, სტილი, გემოვნება, მიზნები და მისწრაფებები გამოარჩევს. ბრენდების მიმართაც, მომხმარებლებს სულ უფრო მეტად აქვთ განსხვავებული კომუნიკაციის მოლოდინი.
სწორედ ამიტომ,  ბოლო დროს ბრენდების უმეტესობა გვესაუბრება ჩვენ საკუთარ ხასიათზე, ჩვენს კონკრეტულ მიზნებზე, ჩვენს უნიკალურობაზე და გვეხმარება თავისი პროდუქტი თუ მომსახურება სხვადასხვა სირთულეებისა თუ აღმოჩენების დროს,  ჩვენს საკუთარ მეგზურად მოვიაზროთ, ვიპოვოთ საკუთარი თავი და ჩვენი უნიკალური მე.
მარკეტინგი მხარს უჭერს ადამიანის ინდივიდუალიზმს და ცდილობს ყოველი ცალკეული ადამიანის საუკეთესო გამოცდილებების, გამოწვევებისა თუ ცხოვრების ინტერესების ნაწილი გახდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები