LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის გეშტალტ ქოუჩინგი და როგორ მოვძებნოთ საკუთარ თავში რესურსი – FM ქოუჩი

15
kapanadzelikaa

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის გეშტალტ ქოუჩინგი, როგორ მოვძებნოთ საკუთარ თავში რესურსი, როგორ გავაკეთოთ ჩვენთვის სწორი არჩევანი, როგორ ვიპოვოთ ჩვენი ნამდვილი მიზნები –  ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ლიკა კაპანაძემ ისაუბრა.

რა არის გეშტალტ ქოუჩინგი?

ქოუჩინგის ახალი მიმართულება – გეშტალტ ქოუჩინგი, სწორედ ბევრ კითხვებზე პასუხების პოვნის საშუალებას გვაძლევს. ეს მიმართულება გეშტალტ თერაპიისა და ქოუჩინგის სინთეზია და თავის მიდგომით მკვეთრად განსხვავებულია. მას პროფესიულ სფეროში ყველაზე ადამიანურ ქოუჩინგსაც კი უწოდებენ. აქ ყველაზე მთავარი არის ადამიანი და მისი არსი და არა მისი მიზანი. მიზნები შესაძლებელია შეიცვალოს, მას შემდეგ რაც კარგად გავაცნობიერებთ ჩვენს სურვილებს, მოთხოვნილებებს, ბარიერებს, გავაანალიზებთ სიტუაციას, და ვიპოვით მისი გადაჭრის ჩვენს უნიკალურ ხერხებს. დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში, გეშტალტ ქოუჩინგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მძლავრ ინსტრუმენტად ითვლება, რადგან ის მიმართულია ზუსტად იმ მიზნების შესრულებაზე, რომელიც აუცილებელია ადამიანის ცხოვრების არსისთვის.

როგორ მუშაობს ქოუჩი ამ მიმართულებაში?

მიმართულებაში ქოუჩინგიდან აღებულია მიზნის დასახვის, ქმედებათა გეგმის შემუშავების, რესურსების ანალიზის, მოტივაციისა და კონტროლის ნაწილი, ხოლო გეშტალტ თერაპია გვეხმარება გამოვავლინოთ კლიენტის ფსიქოლოგიური პრობლემები, ბლოკები და წარსული ტრავმები. ადამიანი მიდის მიზნისკენ და პროცესში იღებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, უფრო ახლოს იცნობს თავის თავს, თავისუფლდება თავისი შინაგან ბარიერებისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გეშტალტ ქოუჩი თითქმის ყოველთვის გეშტალტ თერაპევტია, შესაბამისად მან კარგად იცის, როგორ უნდა იმუშაოს კლიენტთან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიმართულებით. ადამიანი მუდმივად ისწრაფვის გამთლიანებისკენ და თითქოს სულ რაღაცის ნაკლებობას გრძნობს ამ პროცესში, სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს დაიწყოს, გააგრძელოს და მიაღწიოს სანუკვარ მიზანს. გეშტალტ ქოუჩინგი სწორედ გამთლიანებაში გვეხმარება. გრძნობებსა და ენერგიაზე მუშაობით, ვპოულობთ იმ დაკარგულ ნაწილს, რომელიც ჩვენშია და ხელს გვიშლის, რომ შედგეს ჩვენი გეშტალტი. ჩვეულებრივ, ქოუჩინგი მიმართულია სწრაფ და მუდმივ ქმედებაზე, რომელიც ადამიანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, გეშტალტ ქოუჩინგში კი გამოიყენება სტატიკური ელემენტი, სადაც კლიენტს ეძლევა საშუალება გაჩერდეს, გააცნობიეროს პრობლემა, შეხედოს მას სხვადასხვა მხრიდან, შეისწავლოს მისი ასპექტები, გაანალიზოს ის. გარდა ამისა ხდება ფსიქოლოგიური და ემოციური მხარის გაანალიზება. გეშტალტ ქოუჩი მუშაობს ადამიანში ენერგიის გაღვივებაზე, რომლის მთავარი ინდიკატორიც, სწორედ მისი გრძნობებია. ამიტომ სეანსის დროს ხშირად ისმის კითხვა – რას გრძნობთ ახლა როცა ამ თემაზე საუბრობთ. ეს ეხმარება კლიენტს გაცნობიერებაში და საკუთარ “მე”-თან უფრო ახლოს მისვლასა და უნიკალური არჩევანის გაკეთებაში.

მოქმედებს თუ არა ადამიანებზე პატერნები?

კლიენტთან მუშაობისას ქოუჩი შეისწავლის მის ცხოვრებაში განმეორებად მოვლენებს და ეხმარება მას გამოავლინოს და გააცნობიეროს მისი ქცევის ჩვეული მოდელები, იგივე პატერნები“. მათი გაცნობა კლიენტს საშუალებას აძლევს მომავალში, კონკრეტულ სიტუაციაში გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი და არ მოახდინოს დაპროგრამებული რეაგირება, მხოლოდ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. გეშტალტ ქოუჩთან მუშაობისას მიზნისკენ სვლის პროცესი სავსეა კმაყოფილებითა და გაცნობიერებით. აქ მუდმივად პოულობთ, ჩვენში სადღაც ჩაკეტილ რესურსებს და არასოდეს ვკარგავთ ჩვენს თავს მიზნის გამო. აღსანიშნავია, რომ კლიენტის სუსტი მხარეები, ისეთივე მნიშვნელოვანი ენერგიის მატარებელია, როგორც ძლიერი. ამიტომ გეშტალტ ქოუჩი მათ აღმოჩენაში და მიღებაშიც გვეხმარება. ისინიც ჩვენი მთლიანობის ნაწილია და მათი ენერგიაც შეიძლება მივმართოთ ჩვენი მიზნის შესრულებისკენ. გეშტალტ თერაპიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი იდეის, ცვლილებების პარადოქსული თეორიის მიხედვით, ცვლილება იწყება მაშინ, როცა ადამიანი ხდება ის ვინც არის და არა მაშინ, როცა ადამიანი ცდილობს გახდეს ის ვინც არ არის სინამდვილეში. პრინციპი ეყრდნობა იდეას, იმის შესახებ რომ ადამიანს ცვლილებისა და ზრდის რესურსი უჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბუნებრივ პროცესს და არ ახორციელებს მას იძულებითი მცდელობის საფუძველზე. პარადოქსული ცვლილების თეორია გვეუბნება, რომ საკუთარ თავზე ზეწოლის ნაცვლად, მაქსიმალურად ღრმად უნდა შევისწავლოთ ჩვენი გამოცდილების ყველა ასპექტი, გავაცნობიეროთ და მივიღოთ ის. როცა ადამიანი ენდობა თავის თვითრეგულაციის პროცესს, ცვლილებები თავის თავად ხდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ – როცა ადამიანი იღებს თავის თავს ისეთს, როგორიც არის, ის რეალურად ახდენს საკუთარი თავის და არა გამოგონილი ხატის აქტუალიზაციას. როცა ადამიანი ახლოს მიდის თავის ავთენტურობასთან, ის იწყებს თავის ცხოვრების უნიკალური სტრატეგიის შექმნას. მას არ ჭირდება ვინმეს მსგავსი ბედნიერება ის თავისას თვითონ ქმნის. გეშტალტ ქოუჩთან მუშაობისას კლიენტს ეძლევა საშუალება იგრძნოს თავისი მომავალი აწმყოში და განსაზღვროს რამდენად ძვირფასი და ავთენტურია მისი ჩანაფიქრი, მიიღოს დაბალანსებული გადაწყვეტილება და რაც მთავარია, დარჩეს საკუთარი თავის ერთგული. გეშტალტ ქოუჩინგის კარგი მეტაფორით აღწერს ცნობილი სპეციალისტი და კურსის წამყვანი ვიტალი ელისეევი – ეს არის პროცესი დიდ ზღვაში გასული იახტა იჭერს ქარს, შლის აფრებს და მიაპობს ტალღებს.

გეშტალტ ქოუჩთან მუშაობისას კლიენტს ეძლევა საშუალება იგრძნოს თავისი მომავალი აწმყოში და განსაზღვროს რამდენად ძვირფასი და ავთენტურია მისი ჩანაფიქრი, მიიღოს დაბალანსებული გადაწყვეტილება და რაც მთავარია, დარჩეს საკუთარი თავის ერთგული.  გეშტალტ ქოუჩინგის კარგი მეტაფორით აღწერს ცნობილი სპეციალისტი და კურსის წამყვანი ვიტალი ელისეევი  – ეს არის პროცესი  დიდ ზღვაში გასული  იახტა იჭერს ქარს, შლის აფრებს და მიაპობს ტალღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები