რა კავშირია ფერად ფერისმჭამელებსა და შინაგან ორგანოებს შორის - ადრენალინი

ფერისმჭამელების წარმოქმნას ბევრი მარტივ კოსმეტიკურ დეფექტად აღიქვამს. აღნიშნული პრობლემა ზედაპირული სულაც არ არის და მას ზერელედ არ უნდა მოეკიდოთ. უპირველეს ყოვლისა საჭიროა დაავადების მიზეზის დადგენა, რაშიც ექიმი-დერმატოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ. თანამედროვე მედიცინამ შინაგანი ორგანოების პათოლოგიასა და კანის მდგომარეობას შორის უშუალო კავშირი დაადგინა. აღმოჩნდა, რომ შუბლზე წვრილი გამონაყარი, ყველაზე ხშირად დამოკიდებულია წვრილი ნაწლავის პათოლოგიასთან. ყვრიმალებზე ნაღვლის ბუშტის, ნიკაპზე შარდ-სასქესო ორგანოების, ცხვირზე გულის სხვადასხვა დაავადებასთან. ფერისმჭამელების შემთხვევაში კი ცხიმის კანქვეშ დაგროვება ხდება, რაც ხელსაყრელ პირობას ქმნის ბაქტერიების გამრავლებისა და განვითარებისთვის. ფერისმჭამელები შესაძლოა შინაგანი ორგანოების პათოლოგიით იყოს გამოწვეული. ასევე, გარდატეხის ასაკში წარმოქმნილი ფერისმჭამელები არსებობს, რაც ძირითადად სახის, ზურგისა და გულ-მკერდის მიდამოებს მოიცავს. არსებობს წითელი ფერის ფერისმჭამელები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირია ქალებში სტრესის და კლიმაქსის პერიოდში, ასევე ნერვული დაძაბულობისას, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას იწვევს და შედეგად ანთებითი გამონაყარის განვითარებას.

მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია შემდეგი წესების გათვალისწინება:
1. მოერიდეთ ფერისმჭამელების მექანიკურ გაღიზიანებას, რადგან ღია ჭრილობაში ინფექცია ადვილად იჭრება და ჩირქოვან-ანთებითი პროცესი ვითარდება.
2. ნუ ეცდებით, კერა, ტონალური კრემით და სხვადასხვა სახის პარფიუმერული საშუალებებით დაფაროთ. რაც, უფრო მეტად გააღიზიანებს კანს. მკურნალობის დროს ასევე მნიშვნელოვანია კანის ჰიგიენა, მისი დაცვა დაბინძურებისგან. გახსოვდეთ, სუფთა კანი ჯანმრთელობაზე მიუთითებს.