LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ოდენობის ჯარიმაა დაწესებული, თუ ძაღლს წესების დაცვის გარეშე ასეირნებთ – იურისტის რჩევები

9
კახაბერ იოსელიანი

დღეს გადაცემა ,,კანონის ფარგლებში” ბოლო დღეების ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე ვსაუბრობთ. როგორც იცით, უკვე მერამდენედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტბულის ჯიშის ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, რასაც სოციალურ ქსელში მოყვა არაერთგვაროვანი შეფასებები, თუმცა ფაქტი ერთია, პასუხისმგებლობა ეკისრება ძაღლის პატრონს, თუ როგორ გაზრდის და რა წესების დაცვით ასეირნებს ძაღლს ქუჩაში. ამ თემაზე ჩვენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის იურისტს კახაბერ იოსელიანს დავუკავშირდით და ვესაუბრეთ. გთავაზობთ მის კომენტარს, რომელიც მან ჩვენთან საუბარში გააკეთა.

“ამ დროისთვის არსებობს შინაური ცხოველის მოვლისა და პატრონობის წესი, რაც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, ვისაც მებრძოლი ჯიშის ან მომეტებული რისკის მქონე ძაღლი. სიტყვა აგრესიული არაა სწორი, თუმცა შესაძლოა, გაწვრთნის შემთხვევაშიც კი, ზოგიერთ ძაღლს არამდგრადი ფსიქიკა ჰქონდეს. რაც შეეხება ამ დროისთვის დადგენილ წესებს, არადეკორატიული ჯიშის ძაღლი შეგიძლიათ გაასეირნოთ დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მოკლე საბელით და ალიკაპის გარეშე ან ალიკაპით და გრძელი საბელით. ღამის 11- დან დილის 7 საათამდე კი შეგიძლიათ საბელის გარეშეც ასეირნოთ, ოღონდ ალიკაპით.

წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა მინიმალურია, 8- დან 50 ლარამდეა. როგორ უნდა მოეთხოვოს ამა თუ იმ დარღვევაზე ძაღლის პატრონს პასუხი, ამაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია, კანონის სახეს კი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. აქ ცვლილებებია მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის გამრავლების ნაწილზეა”, – აცხადებს იურისტი კახაბერ იოსელიანი.

უფრო მეტ დეტალს და ასევე კინოლოგების პასუხებს, რჩევებს ამ თემაზე წაიკითხავთ სტატიაში:

“ძაღლი მაშინ არის საშიში, თუ მას უპასუხისმგებლო პატრონი ჰყავს” – რეგულაციები, წესები და ჯარიმები, რაც ძაღლის მეპატრონეებმა უნდა იცოდეთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები