LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეცდომებია დღეს პიარში – FM ქოუჩი

8

გადაცემის ლაივი

კონკრეტული პირის, ორგანიზაციის ან პროდუქციის დაპიარება არც ისე მარტივი პროცესია. პიარს თან ახლავს შეცდომები, რა შეცდომებს უშვებენ დღეს ქართულ პიარში – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია პიარ სპეციალისტი კახა მაღრაძე.

რა შეცდომებია დღეს პიარში?

მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ კარგად არ ვიცით რა გვინდა საზოგადოებასთან ურთიერთობისგან, გვაქვს ზედმეტი და არაადეკვატური მოლოდინები. ჩვენთან, ქართული პიარის ტაქტიკაში, შეცდომა დაღუპვასთან არის ასოცირებილი, როცა რამეს აკეთებ შეცდომის დაშვება არის ბუნებრივი. ყველაზე, კარგად ეს არაადეკვატური მიდგომები ჩანს კრიზისების დროს, თუ რა ტიპის რეაგირებას ვახდენთ, მაგალითად, ასეთ დროს საერთოდ არ უნდათ კომუნიკაცია, არ პასუხობენ კითხვებს, ფიქრობენ, რომ ჩაივლის ან სხვა თემა გადაფარავს. რა ხდება გამწვავებული სიტუაციის დროს? უშვებენ მეორე შეცდომას, როცა კომუნიკაცია ბოლომდე არაა გახსნილი, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს. საინფორმაციო სივრცეში ხმაურის შეწყვეტა არ ნიშნავს პრობლემების დასრულებას, თუკი პიარს რეპუტაციასთან ვაკავშირებთ. ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაციის გაშუქება ადრე თუ გვიან წყდება, ხვალ ახალი ამბავი გახდება აქტუალური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაშვებული შეცდომა, თუ ის სრულფასოვად არ იყო მართული, მერე არ გაახსენდება აუდიტორიას.

https://www.youtube.com/watch?v=dsibxA6n-zc&feature=youtu.be

 

რა არის საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერობისთვის?

კარგია თუ დიმიტრი გელოვანი იქნება. ეს ხუმრობით. ჩემი აზრით, მენეჯერის უნარ-ჩვევები სჭირდება. უნდა ამუშავებდეს გუნდს, მეტი დრო უნდა დაუთმოს ანალიტიკას, გეგმას და ა.შ. არის ასეთი მიდგომა, რომ პიარ მენეჯერი უნდა იყოს ვუნდერკინდი და დღეში ერთი ახალი იდეა უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს ასე არ არის.

მთავარი, რაც ქართულ პიარს აკლია, ეს არის ანალიტიკის არ ქონა, არავინ არ ზომავს რა შედეგს იძლევა ესა თუ ის აქტივობა და ინსტრუმენტი, ჩვენთან არ არსებობს გრძელვადიანი სტრატეგიები, უბრალოდ ერთი-ორ იდეას სჯერდებიან. ამოცანას და მიზანს გააჩნია აუცილებელია გეგმის შედგენა, ჩვენთან ერთწლიანი გეგმებიც იშვიათი მოვლენაა.

რა იქნება შენი რეკომენდაციები….

მეტი იფიქრონ თავის პროფესიაზე, მეტი წაიკითხონ, მარტო კრეატიული იდეაა არაა საკმარისი, დააკვირდნენ, შეაფასონ და აქედან გამომდინარე აკეთონ თავისი საქმე.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები